ექიმმა აუხსნა ბავშვს სიტუაცია და ჰკითხა, მზად იყო თუ არა, სისხლი გადაესხა თავისი დისთვის ეს ამბავი ბევრი წლის წინ მოხდა, როცა სტენფორდის საავადმყოფოში მოხალისედ ვმუშაობდი. იქ გავიცანი პატარა ლიზა, რომელიც იშვიათი და სერიოზული დაავადებით იტანჯებოდა.
გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსი იყო, ხუთი წლის ძმის სისხლი გადაესხა - ამ უკანასკნელის ორგანიზმი სასწაულებრივად გაუმკლავდა დაავადებას და ენტისხეულები გამოიმუშავა, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში მის დასაც გამოადგებოდა.
ექიმმა აუხსნა ბავშვს სიტუაცია და ჰკითხა, მზად იყო თუ არა, სისხლი გადაესხა თავისი დისთვის. ექიმმა შენიშნა, როგორ შეყოყმანდა წამით ბიჭი, მერე კი ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა:
- დიახ, თუ ეს ლიზას გადაარჩენს!
სისხლის გადასხმის დროს ბიჭი დის გვერდით იწვა საწოლზე და იღიმოდა, ისევე, როგორც ჩვენ ყველანი - ექიმები და ექთნები, როცა ვხედავდით, როგორ უვარდისფრდებოდა ლიზას ლოყები.
მერე კი უცებ ბიჭს სახიდან ღიმილი გაუქრა და სახეც გაუფერმკრთალდა. ექიმს შეხედა და აკანკალებული ხმით ჰკითხა:
- ახლავე მოვკვდები?
თურმე, ამ პაწაწინას სწორად ვერ გაუგია ექიმის სიტყვები. მას ეგონა, მთელი თავისი სისხლი უნდა დაეთმო დისთვის. და მიუხედავად ამისა, რომ ის ფიქრობდა, ამის მერე ვეღარ იცოცხლებდა, მაინც დათანხმდა ამ წინადადებას...
ეს ალბათ ის სიმამაცე და თავდადებაა, რომელიც ბევრ ზრდასრულს არ ძალუძს.