ხევსურული ადათის მიხედვით, მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეეძლო სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახდნენ. მშობიარეს წინასწარ შეჰქონდა ქოხში საჭირო ჭურჭელი, ტანსაცმელი, საჭმელი. როცა მუცელი ასტკივდებოდა,
მშობიარე საწოლს გამართავდა, თავქვეშ ხანჯალს დაიდებდა, რომ მავნე არ გაკარებოდა. ბავშვს ჭიპლარსაც თვითონ მოსჭრიდა დუქარდით.
"რაც უნდა მძიმე მშობიარე იყოს, ხევსური ქალი არ დაიკვნესებს, ეს ქალისათვის სირცხვილია", - ჰყვებიან ძველი ხევსურები.

თუ მშობიარეს ძალიან გაუჭირდებოდა, გამოცდილ დიაცს მიუყვანდნენ და ის მიეშველებოდა მას, საჩუქრად აძლევდნენ ერთ ძროხას. თუ ძალიან მძიმე მშობიარობა ექნებოდა ქალს, ხახმატის ჯვარს შეევედრებოდნენ.
თუ მელოგინე გადარჩებოდა, ხახმატში მიდიოდნენ და საკლავს კლავდნენ. თუ მშობიარე მოკვდებოდა, მას თავისი სახლის მახლობლად დაასვენებდნენ 3 დღე, დაიტირებდნენ და განცალკევებით დაასაფლავებდნენ. ვინც მშობიარობას ქოხში გადაიტანდა, ოთხი დღის შემდეგ სამრელოში გადავიდოდნენ. სამრელო იყო განცალკევებული შენობა,
თუ ვაჟი დაიბადებოდა, მშობიარეს დიდი პატივით ეპყრობოდნენ და ქალებს უგზავნიდნენ. თუ ქალი გაჩნდებოდა, დაღონდებოდნენ და მშობიარეს გამხმარი ქერის პურით კვებავდნენ...
საბედნიეროდ, ეს მავნე წესი ხევსურეთში დღეს სრულად დავიწყებულია.
(მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნ "ხევსურეთის" მიხედვით)