"ისეთ ცოლებს ღალატობენ, წლების წინ რომ იმ პირობით მოიყვანეს: "არასდროს გიღალატებ, ოღონდ ჩემი გახდიო"
"ისეთ ცოლებს ღალატობენ, წლების წინ რომ იმ პირობით მოიყვანეს: "არასდროს გიღალატებ, ოღონდ ჩემი გახდიო"
გამარჯობა, მე ღალატი ვარ...
მე თქვენში ვცდილობ ვიცხოვრო,მაგრამ არ გამომდის...
მე ბევრი მემეგობრება, ბევრიც ვერ დავიმორჩილე, ვერ დავიმონე...
მაგრამ მყოფნის, მყოფნის ვინც ვერ დავიმეგობრე იმათ ვატკინო, იმათი საშუალებით ვისაც მოვერიე...

გამარჯობა, მე ღალატი ვარ... შენც გღალატობენ, შენს იმ მეგობარსაც, ვისაც გონია, არასდროს უღალატიათ მისთვის...
- ისეთ ცოლებს ღალატობენ, წლების წინ რომ იმ პირობით მოიყვანეს: "არასდროს გიღალატებ, ოღონდ ჩემი გახდიო"...
- ისეთი ქმრების ცოლები მიყენებენ, ყველაფერს რომ აკეთებენ ქმრები, მათი ბედნიერი
სახეების სანახავად...

გამარჯობა,მე ღალატი ვარ და ჩემზე გადავწყვიტე მოგიყვე, რა "მრავალფეროვნებაში" ვცხოვრობ...
- შენი მეგობარი, გუშინ რომ გეხუტებოდა ისაა ჩემი უახლოესი მეგობარი, ერთად ვუყვებით ხოლმე შენზე, სხვა "მეგობარს", რომელიც ასევე ჩემი რჩეულია...

გამარჯობა, მე ღალატი ვარ და მეცინება, სულ მეცინება, შენს და შენთვის ძვირფას ადამიანს ერთად რომ გხედავთ, მერე რა რომ შენ ვერ მოგერიე, შენი მეგობარი მოგერევა ჩემით...

გახსოვს?? კალთაში რომ გედო თავი, შენი ქმრის და ერთად გეგმავდით მომავალს?? მაშინ შენი ქმარი,
მე მემეგობრებოდა უკვე...

გახსოვს? შენს მეგობარს რომ თხოვდი, არავისთვის ეთქვა შენი ნათქვამი და აცრემლებული იოხებდი გულს? მაშინ მე და ის უკვე ერთად ვგეგმავდით, ვის უფრო დააინტერესებდა ამბავი "შენს ცრემლიან თვალებზე"...

გამარჯობა, მე ღალატი ვარ და შენ არ მიყვარხარ, არც ერთხელ რომ არ მიმიღე შენში... არადა რა იციან იმათმა, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობს, შენი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მათი, მიუხედავად იმისა, რომ შენ უფრო გტკივა ხშირად, ჩემს "მეგობრებს" რომ ენდობი, ისიც იმიტომ...

გამარჯობა, მე ღალატი ვარ და მოღალატეებს ვერ იცნობ შენ, რადგან შენ ყველა კარგი გგონია...

გამარჯობა, მე სიყვარული ვარ...
ისევ ჩემით სავსეები ტიროდნენ ჯობია...
ისევ ჩემით ციმციმებდნენ ჯობია...
ისევ მოტყუებული ჯობია მატყუარას...

გამარჯობა, მე სიყვარული ვარ!!!

არ უღალატო....
არ ატკინო...
მწარეა...
მწარეა...
ეწვით...

მაიკო ხაჩიძე

3908
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ხატია
2
10:52 / 02-09-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```