სულ ცოტა ხნის წინ აეროპორტში შევესწარი სცენას, როგორ ემშვიდობებოდა მამა საკუთარ ქალიშვილს სულ ცოტა ხნის წინ აეროპორტში შევესწარი სცენას, როგორ ემშვიდობებოდა მამა საკუთარ ქალიშვილს.
მამა გადაეხვია გოგონას და უთხრა: "შვილო, იცოდე, მე შენ ძალიან მიყვარხარ და გისურვებ ყველაფერ საკმარისს".
გოგონამ უპასუხა: "მამა, ჩვენს ცხოვრებაში ყელაფერი საკმარისზე მეტი იყო, შენი სიყვარული იყო ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მეც ყველაფერ საკმარისს გისურვებ, მამა".
მათ ერთმანეთი გადაკოცნეს და გოგონა წავიდა. მამა იმ ფანჯარას მიუახლოვდა, რომელთანაც მე ვიჯექი. ჩუმად იდგა. ვხედავდი, როგორ უნდოდა ტირილი და როგორ იკავებდა თავს. არ მინდოდა მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, თუმცა თავად მომიბრუნდა და მკითხა: "ოდესმე დამშვიდობებიხართ ადამიანს ისე, რომ იცოდით, მას ვეღარასდროს ნახავდით?.
- კი, - ვუპასუხე მე, - უკაცრავად ამ შეკითხვისთვის, მაგრამ რატომ ვეღარ ნახავთ?
"მე მოხუცი ვარ, ის კი ძალიან შორს ცხოვრობს. მე მაქვს იმის უნარი, რომ სიტუაცია ლიგიკურად შევაფასო, ვიცი, შემდეგ ჩემს დაკრძალვაზე მოუწევს ჩამოსვლა".
- როდესაც ემშვიდობებოდით გავიგონე, როგორ უთხარით ყველაფერს საკმარისად გისურვებო. ეს რას ნიშნავდა?
- ეს სიტყვები და სურვილი ჩემს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. როდესაც ყველაფერი საკმარისად ვუსურვე, ვიგულისხმე, რომ მე ვუსურვებ მას საკმარის მზეს საიმისოდ, რომ მისი ურთიერთობები იყოს მზიანი იმის მიუხედავად, თუ როგორი ამინდი იქნება გარეთ; მის ცხოვრებაში საკმარისად იყოს კარგი მოგონებები, იყოს საკმარისი წვიმა, რათა კიდევ უფრო მეტად დააფასოს მზე.
ვუსურვებ მას საკმარისად ტკივილს, რათა პატარა სიხარულიც კი დიდად მოეჩვენოს.
ვუსურვებ საკმარის შემოსავალს, რათა შეისრულოს საკუთარი სურვილები.
ვუსურვებ საკმარის დანაკარგს, რათა დააფასოს ის, რაც აქვს.
მე გისურვებთ თქვენ საკმარის მისალმებას, სანამ საბოლოოდ დაემშვიდობებოდეთ ვინმეს...
იგი ატირდა და წავიდა.
როგორც ამბობენ, წუთზე ნაკლებია საჭირო განსაკუთრებული ადამიანის აღმოსაჩენად, საათზე ნაკლებია საჭირო საიმისოდ, ეს ადამიანი რომ დააფასო, დღეზე ნაკლები, რომ შეიყვარო და მთელი ცხოვრება, რომ დაივიწყო.
ასე რომ, მეგობრებო, გისურვებთ ყველაფერს საკმარისად.