სა-მკითხველ-ომწერლის ბლოგი
"არ ვარ კარგი დედა მე..." - ანა ლაშხელი ონიანის საოცარი მოგონება
"არ ვარ კარგი დედა მე..." - ანა ლაშხელი ონიანის საოცარი მოგონება
არ ვარ კარგი დედა მე...

ნუგო ეზოდან ძლივს ამოვიყვანე. ორი დაძახების მერე უკვე ვბრაზდები და მოვემზადე დასატუქსად... კარებში რომ შემოვიდა, დავიწყე დედასავით...

- რას გიგავს ტანსაცმელი? როგორ ბედავ, ერთ დაძახებაზე რომ არ ამოდიხარ? მანახე ხელები, რას გიგავს? მანახე-თქო...
ხელებს ისევ უკან მალავს...
- ბიჭო, ხელები მანახეე... - ვუმატებ ხმის ტონს.

დგას თავდახრილი.
უკანხელებდამალული.
სახეზე ეტყობა, რომ ეზოში ნაგორავებ-ნახტუნავებია და ცოტათი ვინი პუჰს გავს, გაბუსულს...
რადგან მისით არ შლის ხელებს, შემოვუარე, ზურგს უკან დამალული ხელები ჩამოვაშვებინე და ხელში ეს გვირილა შემრჩა...
-
ფესვებიანად წამოგიღე, ქოთანში რომ გადარგო და სულ ცოცხალი იყოს, ხელებიც ამიტომ დამესვარა...

საქვეყნოდ ვუხდი ბოდიშს და მომავალში ჯერ დასვრილი თითუკების ამბავს ვიკითხავ. სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარს, ეს იცის ისედაც.
mshoblebi
ანა ლაშხელი ონიანი
ბეჭდვა