"თქვენ როგორ ახერხებთ? როგორაა შესაძლებელი, ასე საშიში იყოს ყველაფერი და მაინც მშვიდად გაგითენდეთ?" - ის, რაც ბევრ მშობელს აღელვებს
"თქვენ როგორ ახერხებთ? როგორაა შესაძლებელი, ასე საშიში იყოს ყველაფერი და მაინც მშვიდად გაგითენდეთ?" - ის, რაც ბევრ მშობელს აღელვებს
"თქვენ როგორ ახერხებთ? როგორაა შესაძლებელი, ასე საშიში იყოს ყველაფერი და მაინც მშვიდად გაგითენდეთ? ექიმთან მიხვალ და ღმერთმა უწყის ვინ აღმოჩნდება და როგორ დაგამახინჯებს სამუდამოდ*
ვერ შეჭამ მშვიდად, რადგან პროდუქტების შემადგენლობა საზარელიაო მარკეტებში და ბაზარში ათასი შხამითააო გაზრდილი*
ჰაერი ისეთი ბინძურია, არ ისუნთქებაო*
საპონი და შამპუნიც კი დამაავადებელიაო და მერე მაინც დევს დახლებზე*
ექსკურსიაზე ბავშვის გაშვება იმხელა სტრესია, 100 წელი უნ
და მოგაკლდეს, ისეთი ამბები ხდება ყოველ წელს*
ზოგიერთი წამალი აფთიაქებში ფალსიფიცირებულიაო და როგორ გამოვიკვლიო რომელი?*
შვილი მეგობრის მანქანით სადღაც მიდის და სიცოცხლე უნდა გაგიჩერდეს შიშით, რადგან ამათ რომც იარონ ნორმალურად, უამრავი არღვევს მოძრაობის წესებს*
წვალებით რემონტს გააკეთებ ან ახალ ბინას იყიდი და ისეთ მასალებია ბაზრობებზე, შეიძლება თქვენი სახლი მომწამვლელი აღმოჩნდესო*
გადაცემას ამზადებენ სათაურით ,,მკველელი ჭურჭელი,, და ყვებიან რა საზარელი ნივთირებებია მათში და რა დაავადებებს გამოიწვევს, თუ მათ გამოვიყენებთ და რა ვიცი მე იმ ჭიქის შემადგენლობა, რომლითაც ბავშვებს ჩაის ვასმევ?*
წვიმაშიც არ დასველდეთ, რადიაციულიაო და არც მზეში იდგეთო*
ტელეფონები ტვინის სიმსივნეებს გამოიწვევნო მალე*
ერთჯერადი ბოთლებით რომ მინერალურს სვამ, კოშმარიაო*
ეკონომიური ნათურებიც სიმსივნეს იწვევსო*
რაც მთავარია, ნერვიულობა და დაძაბულობაც უამრავ დაავადებას იწვევს და ეს ყველაფერი ისე
აიტანე, სული გიღიმოდესო... დაცინვა*
ჩემზე არ ვდარდობ. საკმარისზე მეტად დავიღალე. 4 შვილზე ვდარდობ და სხვის შვილებზე. ახლა ჩემთვის ერთადერთი ნუგეში იმაზე ფიქრია, რომ სულ პაწაწინა ციცინათელებიც იჩეკებიან სადღაც და ღმერთზე მოჭიდებაა სასოწარკვეთილად, მაგრამ არც იმდენად ძლიერია ეს მოჭიდება, რომ მწამდეს, არ ჩამოვარდები. და კიდევ ერთი: ამ ჩვენს სოციალურ ქსელებში თუ ისე, ცოცხალ ადამიანურ ურთიერთობებშიც ისეთი დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა და უსულგულობა, რომ ადამინებისაც მეშინია შხამიან ჯამ-ჭურჭელთან და ნიტრატებიან პროდუქტებთან ერთად*
ან ამათზე უფრო მეტად კიდევ..."

მაია სარიშვილი


alt"ერთხელ, მშობლების მორიგი ჩხუბის დროს დავყრუვდი... სამი დღე არაფერი მესმოდა..." - ყველა მშობლის წასაკითხი


1515
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```