"სანამ დღემდე მოღწეულ ჩემს თავს გავიხსენებ, ჯერ მშობლების შრომა მახსენდება" - 14 წლის ქართველი გოგონას ემოციური წერილი
"სანამ დღემდე მოღწეულ ჩემს თავს გავიხსენებ, ჯერ მშობლების შრომა მახსენდება" - 14 წლის ქართველი გოგონას ემოციური წერილი
დღეს ხშირად საუბრობენ გარდატეხის ასაკის სირთულეებზე, მოზარდებისა და მშობლების დაძაბულ ურთიერთობებზე, გაუცხოებაზე მშობლებსა და მათ თინეიჯერ შვილებს შორის და ა.შ. ალბათ ამიტომაც არის განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელი 14 წლის ტასო ბიბილაშვილის ეს ემოციური წერილი. მას დღეს დაბადების დღე აქვს, 14 წლის გახდა, თუმცა მისი ეს წერილი უფრო მეტად მისთვის ძვირფას ადამიანებს, ოჯახის წევრებს ეძღვნება, ვიდრე თავად მას. ალბათ ბევრ მშობელს გაუთბობს გულს ეს სიტყვები:


"ჩემს ცხოვრებაში და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში
ვთვლი, რომ დაბადების დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მე სამყაროს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ამ სამყაროში მილიარდობით ადამიანს შორის, ჩემი ოჯახი აღმოაჩინა და გაიმეტა ჩემთვის დედამიწაზე ერთი კუნჭულა ადგილი. ხუთი ათას ას ათი (ზუსტად) დღეა ვუყურებ, როგორ თენდება და ღამდება და ყოველდღე უფრო და უფრო ბედნიერი და გაოცებული ვარ ამ სამყაროთი.

ჩემი ცხოვრების თითოეულ დღეს რომ გადავხედო და შევხვდე ძველ მე-ს, ალბათ არაფრის შეცვლას არ ვურჩევდი, რადგან სწორედ ჩემს შეცდომებზე ვისწავლე და დავდექი ისეთი ადამიანი, როგორიც დღეს ვარ.

იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი პირველ რიგში არის ჩემი ძმა, რომელიც ჩემთვის იმედის და ყველა დადებითი ემოციის ანარეკლია.

ჩემი მშობლები კი
უამრავ რამესთან არიან ასოციაციაში, ფაქტიურად მთელი ჩემი ცხოვრების და ჩემი მე-სი. ჩემთვის ისინი ჯადოქრებს გვანან, რომლებსაც დატვირთული გრაფიკის შემდეგ კიდევ აქვთ ძალა და ხალისი, რომ ჩვენთან ერთად გაერთონ, მოახერხონ, იყვნენ ხან თოვლის ბაბუები, ხან კბილის ფერიები, ხანაც კი უბრალოდ ჩვენი ერთგული მეგობრები.

სანამ დღემდე მოღწეულ ჩემს თავს გავიხსენებ, ჯერ მშობლების შრომა მახსენდება, რომლებიც ფაქტიურად ჩემი თითოეული წარმატების საყრდენი კედლები არიან.

დაბადების დღეზე ყოველთვის უამრავ დადებით ემოციას და სიყვარულს ვგრძნობ, რომელიც მთელი წელი მყოფნის და სხვებისთვის გაზიარებასაც ვახერხებ...

ვთვლი, რომ ღმერთის ყველაზე დიდი ქმნილება ადამიანის შემდეგ, სიყვარულია და მართლაც დედამიწას სიყვარული ატრიალებს..."
1052
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
1
0
მაგარი გოგო ხარ, ღმერთმა ამრავლოს ასეთი ბავშვები, მიხვედრილები, შეგნებულები, გული გამინათა ამ ბავშვის სიტყვებმა. გახსოვდეთ ბავშვებო თქვენი ყოველი გულისცემა და ამოსუნთქვა ჩვენსას მშობლებისას ნიშნავს, მათ გარეშე ვერ ვიარსებებთ.
12:25 / 08-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```