ეპიდემიას შეწირული ქართული სოფელი - ცოცხლად დამარხვა სხვების გადასარჩენად
ეპიდემიას შეწირული ქართული სოფელი - ცოცხლად დამარხვა სხვების გადასარჩენად
უცნაურ დაავადებას, რომელსაც მაღალი სიცხე და უჩვეულო გამონაყარი ახასიათებდა, ევროპაში "შავ ჭირს“ ეძახდნენ, საქართველოში კი - ჟამიანობას. ეპიდემიას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაცარიელდა ქალაქები და სახლები. ყველა თავისებურად ცდილობდა თავის გადარჩენას, თუმცა ის, რაც საქართველოში, კერძოდ კი ანატორში, მოხდა, არსად არასდროს ფიქსირდება. ქვემოთ მოყოლილი ისტორია ეფუძნება "რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებულ ფილმს "ანატორიის აკლდამები.“

1347-50 წლებში ევროპის კონტინენტის 1/3 შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა. სულ 20 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მედიცინა კი მისტიკური
ავადმყოფობის წინაშე უძლური აღმოჩნდა. დაავადება სხვა ცნობილ სნეულებებს არ ჰგავდა. ჩირქიანი გამონაყარი, მაღალი სიცხე, ძლიერი ტკივილები რამდენიმე დღეში კლავდა ავადმყოფს. შავი ჭირის ეპიდემიის დროს გამონაყარი სამი ფერის სახით ხასიათდებოდა: შავი, წითელი და თეთრი. კარაბადინშიც სამი ფერის წყლულია აღწერილი.

შავი ჭირი საქართველოშიც გავრცელდა. მატიანეებში ეს პერიოდი ჟამიანობადაც მოიხსენიება. მას ბაგრატ V-ის ცოლი, დედოფალი ელენე ემსხვერპლა. შავი ჭირის ეპიდემია საქართველოში ოქროს ურდოს შემოჰყვა. შეაღწია ევროპის ქვეყნებშიც, რის შედეგადაც დაცარიელდა ქალაქები. დაუმარხავი მიცვალებულებით აივსო ქუჩები. გვამების დამარხვას კი ჯანმრთელი ადამიანები ვერ ბედავდნენ, ამიტომ ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და გარბოდნენ. ვერ სვამდნენ წყალს. ისიც ინფიცირებული იყო.

ეკლესია ფიქრობდა, რომ ღმერთმა ეს განსაცდელი ცოდვების გამოსასყიდად მოუვლინა კაცობრიობას. ძალიან მალე,
ეპიდემიას შიმშილობაც დაემატა. რომის პაპმა მდინარეები აკურთხა, რადგან გვამები პირდაპირ წყალში ჩაეყარათ. აკურთხა მიწებიც, რომ ღრმა ორმოებში ერთმანეთზე დაემარხათ ცხედრები. გაძლიერებული ლოცვა შედეგს არ იძლეოდა, ამიტომ პაპმა აკრძალა მსვლელობები. ევროპის მრავალი ქალაქი დაცარიელდა და მოჩვენებას დაემსგავსა. განახევრდა თბილისის მოსახლეობაც. მიცვალებულებს არც თბილისში ჰყავდათ დამმარხავი, რადგან გადარჩენილები გარბოდნენ. ექიმებს ავადმყოფებთან მიახლოებისაც კი ეშინოდათ.

თუმცა, საქართველოში მოხდა ის, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა...

ანატორი შატილიდან ორ კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკლდამებით. ანატორში შავი ჭირით დაავადებულები თავისი ნებით ტოვებდნენ სახლ-კარს და აკლდამებში სიკვდილს ელოდნენ. როდესაც აკლდამა ავადმყოფებით გაივსებოდა, კარს შიგნიდან ამოლესდნენ. ასეთი თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიის დროს კაცობრიობისთვის უცნობია და მას ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, პასუხისმგებლობა, ზრუნვა იმაზე, რომ მთლინად არ ამოწყვეტილიყვნენ. დასნეულებული მოსახლეობა დიდი საძვალეებისკენ თავისი ფეხით მიდიოდა, რომ ჯანმრთელი ადამიანები საფრთხისგან დაეცვათ. შედიოდნენ აკლდამაში და აღსასრულს უცდიდნენ.
ევროპაში კი ადამიანები კი სტიქიურად მოქმედებდნენ. თუ სახლში ვირუსით ერთი ადამიანი მაინც იყო დაავადებული, მოსახლეობა ასეთი სახლის კარებსა და ფანჯრებს გარედან ქოლავდა ისე, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც არ აძლევდა საშუალებას, გარეთ გამოსულიყვნენ. ამ დროს ხევსურეთში სრულიად განსხვავებული წესი იყო - თვითდამარხვა სხვათა გადასარჩენად.

40-იანი წლების ეთნოგრაფიული ექსპედიციის დროს ანატორში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელიც დღემდე ლეგენდად დადის ეთნოგრაფებში. ცნობილი ეთნოგრაფი, რუსუდან ხარაძე შევიდა ანატორიის აკლდამაში იმისათვის, რომ ხევსურული ტანსაცმლის ქსოვილის ნიმუში გამოეტანა, რომელიც აკლდამებში იმ დროს უხვად იყო. იმავე საღამოს მისცა მაღალი სიცხე, რაც სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ, შუბლზე შავი ლაქა დარჩა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ატარა. თბილისში დაადგინეს, რომ ეს ვადაგასული ვირუსის კვალი იყო.
სამი წლის შემდეგ შავი ჭირის ეპიდემიამ გაიარა. ევროპის ქალქებმა და სოფლებმა აღორძინება დაიწყო. ანატორში კი ამ ამბის შემდეგ აღარავის უცხოვრია.

იხილეთ ფილმი სრულად

4786
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ეკა ქურხული
0
https://www.facebook.com/126779297424079/posts/1462206683881327/
19:54 / 20-09-2019
ეკა ქურხული
0
მ ა ჩ ნ ი ხ ა რ!* ( ანატორი- თვითდამარხული სოფელი პირიქითა ხევსურეთში) უი, "მაჩნიხარ" უჩურჩულა კაცმა ქალბატონს, გავიგონე და გამიცოცხლდა,თითქოს, პეპერა,- ის მიდიოდა აკლდამისკენ, ალბათ, ანატორს დანატოვარი ჯვარს ავედრა და მოეფერა (მიუკარებლად!) ატირებულ, ახალგაზრდა ცოლს, ფარაგას ღილი ააწყვიტა შიშჩამდგარ მზერამ... ჯვარგამწყრალ ვაჟის თვითსამარხის "ჟამიან" საწოლს ვაი, რომ ავი განაჩენი შავად ეწერა! -მაჩნიხარ, ჩემო...- უჩურჩულა კაცმა ქალბატონს თბილისში, თბილად, ხევსურულად და ამაცრემლა... მარიამწმიდის მოსალოცად ავალ ანატორს, ხატს შევავედრებ, არიდოს ერს "ჟამი" და წყევლა! ________________________ *მაჩნიხარ- მიყვარხარ(ხევს.).
19:52 / 20-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?