ამერიკის ერთ-ერთი ციხიდან სიკვდილ მისჯილი პატიმარი გამოიყვანეს, რომ სასჯელი აღესრულებინათ... ციხის უფროსს მან ფურცელი და კალამი სთხოვა უკანასკნელი წერილის დასაწერად... ეს წერილი მან დედას დაუტოვა...
"დედა, ამქვეყნად რომ მეტი სამართლიანობა იყოს, დღეს ჩემთან ერთად შენც უნდა იყო და ხვდებოდე იგივე სასჯელს - მე რომ ასეთი ვარ, ეს სწორედ შენი დამსახურებაა. და ჩემზე არანაკლებ დამნაშავე ხარ იმაში, რა ცხოვრებასაც მე ვეწეოდი.
აბა გაიხსენე, პირველად რომ ჩემს თანატოლს ველოსიპედი მოვპარე. შენ დამეხმარე, რომ გადაგვემალა, მამას რომ არ გაეგო.
გახსოვს, მეზობელს საფულიდან ფული რომ მოვპარე? ჩემთან ერთად სავაჭრო ცენტრში წამოხვედი და ის ფული ერთად დავხარჯეთ.
გახსოვს, როგორ ვკამათობდი მამაჩემთან და ბიძაჩემთან? მათ უბრალოდ უნდოდათ ჭკუა ესწავლებინათ ჩემთვის, იმიტომ, რომ კონკურსის შედეგები გავაყალბე და ამის გამო საერთოდ გამრიცხეს.
დედა, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მერე კი რთულ მოზარდად ვიქეცი. აი ახლა, ძალიან მახინჯი ადამიანი ვარ.
მაგრამ გპატიობ ყველაფერს! უბრალოდ მინდა, ეს წერილი მსოფლიოს უამრავ დედას წააკითხო, რომ ჩემნაირი შვილი არ აღზარდონ და იცოდნენ, რა აქცევს ადამიანებს კარგებად და ცუდებად... აღზრდა და განათლება.
დედა, მადლობა, რომ მაჩუქე სიცოცხლე, და ასევე მადლობა, რომ დამეხმარე ამავე სიცოცხლის დაკარგვაში.
შენი დამნაშავე შვილი".