მე "ძველმოდური დედა ვარ" და ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ ტრანსპორტში ადგილი უფროსებს დაუთმონ...
მე "ძველმოდური დედა" ვარ და მგონია, რომ ბავშვების უფროსებთან ხმის აწევა, ან მათი უპატივცემლობა დიდი უზრდელობაა...
მათ უნდა მოუსმინონ მშობლებს, როგორც მეტი გამოცდილების ადამიანებს და გაითავისონ, რომ მშობელი მტერი არ არის, რადგან ზოგჯერ მათ საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებს... და შენიშვნას აძლევს...
მე მათ ვეუბნები, რომ ცხოვრება ისე არაფერს მოგართმევს ლანგრით, თუ არ ისწავლე, თუ არ გაისარჯე და არ იშრომე...
ვეუბნები, რომ მისი მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან სენსიტიური თემაა, მე არ ჩავერევი არცერთ უსიამოვნებაში ან კონფლიქტში, სანამ მას, უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ შეუძლია ამის მოგვარება...
მე ვარ "ძველმოდური დედა" და აუცილებლად უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი სად იმყოფება...
როდესაც ვურეკავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაკონტროლებ, არამედ იმას, რომ მასზე ვზრუნავ და ეს ჩემი მისდამი სიყვარულის გამოხატულების ერთ-ერთი უწყინარი ფორმაა...
მე "ძველმოდური დედა" ვარ და არ მომწონს, როდესაც ბავშვები თმებს ვარდისფრად, მწვანედ ან იისფრად იღებავენ...
არ მომწონს, როდესაც სიგარეტით თავიანთ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს, საშინელ დარტყმას აყენებენ...
არ მომწონს....
კიდევ იმდენი რამ არ მომწონს... რომ ჩამონათვალი ძალიან ვრცელი და უსიამოვნო იქნება....
რა ვქნა, მე ასეთი "ძველმოდური" დედა ვარ... და არ შემიძლია არ ვინერვიულო ყველა უმნიშვნელო დეტალზეც კი, რომელიც ჩემი შვილების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და მათი მომავლის კეთილდღეობას ეხება...
ია ნანეიშვილი