"ჩემო კუკლიშკი! თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ძველებურადვე მოიბრუნე ჩემკენ გული..." - ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს
"ჩემო კუკლიშკი! თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ძველებურადვე მოიბრუნე ჩემკენ გული..." - ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს
„ჩემო კარგო ოლიკოჯან! ამ ბოლო დროს ისე დატრიალდა ჩემი ბედი, რომ მწუხარება მწუხარებაზედ მატყდება თავზედ და ლამის მე ჩემი დამემართოს. შენც ამ ათასნაირს ვაი-ვაგლახს ცეცხლს უფრო უმატებ ხოლმე და მე აღარ ვიცი, სად წავიდე და ვის შევეკედლო. ვერა მითქვამს რა შენთვის ისეთი, რომ ან იმავ დღეს, ან მეორე დღეს შენ ნამტირალევი არა გნახო...

ოცდაოთხი წელიწადია ერთად ვცხოვრობთ და ნუთუ ჩემი საძაგელი ხასიათი ვერ იცანი ჯერაც.

განა არ იცი, რომ თუ
მეწყინა რამე, გულში ჩავიხვევ ხოლმე და შუბლს აღარ გავიხსნი არავის წინ, ვინემ გულიდამ ჯავრს არ გადავიყრი.

ორმოცდაათის წლის კაცი ვარ და ხელახლად ხომ აღარ დავიბადები?

ვიცი ბევრს გაწუხებ ჩემის უგემურობით, მაგრამ შენც უნდა ცოტა შებრალება იქონიო.

ჩემო კუკლიშკი!
თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ძველებურადვე მოიბრუნე ჩემკენ გული და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე, როცა მე წარბშეკრული ვარ და რაზედმე გულ-ნაწყენი. შენ აქ არაფერს შუაში ხარ ხოლმე და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე, ეგ უნდა მაპატიო და შემინდო, იმიტომ რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა“

ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს
თბილისის მუზეუმების გაერთიანება
698
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?