მდიდარმა მამამ შვილი სოფელში გაგზავნა და ამან ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა
მდიდარმა მამამ შვილი სოფელში გაგზავნა და ამან ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა
ერთხელ მდიდარმა კაცმა შვილი სოფელში გაგზავნა, ერთ ღარიბ ოჯახში, რომ მას ენახა, რა არის სიღარიბე და მეტად დაეფასებინა მამის სახლში შეძლებული და უზრუნველი ცხოვრება. მან იქ სამი დღე გაატარა და როცა შინ დაბრუნდა, მამასთან შემდეგი დიალოგი შედგა:
მამამ ჰკითხა: "აბა, როგორი იყო იქ?"
ბიჭმა უპასუხა: "მომეწონა?"
"რით განსხვავდება ჩვენი სახლისგან?"
"ო, სხვაობა ბევრია! – აღტაცებით წამოიძახა ბიჭმა, - ჩვენ ერთი ძაღლი გვყავს, მათ – ოთხი. ჩვენს აუზში სულ სუფთავდება წყალი, მათ კი ძალიან დიდი გუბურა აქვთ, სუფთა და კამკამა წყლით,
რომელშიც თევზებიც კი ცხოვრობენ. ჩვენი ბაღი ლამპიონებით ნათდება, მათ მინდვრებს კი ღამღამობით მთვარე და ვარსკვლავები ანათებს. ჩვენი ბაღი გალავნით არის შემოსაზღვრული, მათი კი უკიდეგანოა, თითქოს ჰორიზონტამდეა გადაჭიმული. ჩვენ სახლში მუსიკას კომპაქტ-დისკებზე ვუსმენთ, ისინი კი ჩიტების გალობას და ბუნების სხვა საამურ ხმებს უსმენენ. ჩვენი სახლი სულ კედლებითაა შემოგარსული, მათ კი მუდამ უხარიათ სტუმარი, ამიტომ სახლის კარი ყოველთვის ღია აქვთ. ქალაქებში ერთმანეთს მობილურები და კომპიუტერები გვაკავშირებენ, იქ კი ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან მჭიდრო კავშირში არიან~.
მამა ძალიან გააოცა ვაჟის სიტყვებმა.
"მამა, მადლობა, რომ მომეცი საშუალება გამეგო, როგორი ღარიბები ვართ სინამდვილეში", - უთხრა ბოლოს.

ჩვენი სიცოცხლე,
ბედნიერება და ბუნება ჩვენ გარშემო – აი, რის ყიდვაც არ შეიძლება ფულით. არადა, ნივთები, რომლების ფულით ყიდვაც შეიძლება, გაცილებით ფასეულად მიიჩნევა, ვიდრე ისინი, რომელთაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი?
როცა იწყებ ადამიანების დაფასებას შენ გარშემო და იმისა, რაც გაქვს, აღარ მისდევ ფუჭ სიმდიდრეს, რადგან ხვდები, რომ შენ ყველაფერი გაქვს, რაც საჭიროა... როცა ადამიანი მდიდრდება, სულ უფრო სწყდება მეგობრებს, ოჯახს და ბუნებას. მეტი და მეტი უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვეღარ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს...
15153
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
danieli
0
ნუ მოიტყუებთ თავს ცნობიერი სიღარიბის მიღმა თითქოსდა ქვეცნობიერი სიმდიდრეით..ამით შეძლებულნი ამა სოფლისანი გვაიმედებენ...ნახეთ, ჩვენზე მდიდრები ყოფილხართ და რას ითხოვთო..უმჯობესია შეძლებულნი ვიყოთ როგორც ცნობიერად, ასევე ქვეცნობიერად.
09:11 / 24-11-2014
davita
0
სიაფანდებს მოეშვით! "სოფელში ვაჟკაცები იბადებიან, ქალაქში ლაჩრები"-ს დამწერს: შენნაირი ადამიანი გინდა სოფელში იყოს გინდა ქალაქში მაინც ნაგავია.
05:27 / 24-11-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი