"ასწავლეთ შვილებს "არა"... ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება ბავშვს მოძალადედ აყალიბებს" - დინა მირცხულავა
"ასწავლეთ შვილებს "არა"... ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება ბავშვს მოძალადედ აყალიბებს" - დინა მირცხულავა
ასწავლეთ შვილებს "არა".
არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ !
ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან :
- ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ.
(აუკრძალეთ !)
- თუ ვერ ვუხსნი - რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.
(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).
- მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს.
(მეც.... მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა).
გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ - ფეხს მოატეხავს.
რა, არ დასაჯოთ (უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ - არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.
"აინტერესებს შიგნით რა არის" - ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.
სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა - ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.
უთხარით "არა", ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი "არა".
მაგალითისათვის: პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს (აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს). გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ "გარყვნილ" ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ.
- მე ვთქვი, არა! - ხშირად გაიგონებთ ამ წინა
დადებას ფრანგი დედებისგან.
ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია - ბავშვს მოძალადედ აყალიბებს და აყალიბებს.
"არა" , "არ შეიძლება", "გიკრძალავ" რომ არ იციან, ეგ ბავშვები სჩადიან მერე მკვლელობებს, წიხლავენ თანატოლებს და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს...

დინა მირცხულავა
3123
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
კითხვა
2
და მთელი თაობა რომ გავზარდეთ არაფრის აკრძალვით და მარტო უფლებებზე ლაპარაკობენ მოვალეობა რა ხილია საერთოდ აზრზე რომ არ არიან, ამაზე ვინ აგებს პასუხს? ბავშვი ვერ გაიზრდება აკრძალვის გარეშე ეს ხომ აქსიომაა, მაგრამ ჩვენთან ფეშენ სპეციალისტებმა თავდაყირა რომ დააყენეს ეს ყველაფერინ და დაღუპეს არამარტო ახალგაზრდები არამედ ქვეყანა, რადგან ეს თაობაა მერე თავის წესებს რომ დაადგენს ,,ჩემი უფლებებია უპირველესი, რა ვალდებულება რის პასუხისმგებლობაო''. ამაზე ვინ აგებს პასუხს?
11:37 / 27-10-2021
zaza-ს
9
შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, "არა"-ს მეტი არაფერი გაგიგია ბავშვობაში.
16:02 / 26-10-2021
მსგავსი სიახლეები