"რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის" - რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს
"რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის" - რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს
„ჩემო მედიკო!
კი არ მაგონდები, მელანდები. რამენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები, თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში
მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა.
მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად, რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნია შენი პატარა ხელები, რა ვქნა ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე.“
რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს
3756
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი