რა მეშველებოდა, არ ვიცი. ასეთი დედების გარეშე ქვებად იზრდებიან ჩემნაირი გოგოები დღევანდელი დღე რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი.
დედაჩემი დაიბადა დღეს.
იქნებ სხვა ვინმე დაბადებულიყო დედაჩემად. და მაშინაც არ ვიქნებოდი მე.
ბავშვობაში ლექსებს ვუწერდი ხოლმე ამ დღეს. ყველა დაბადების დღეზე თითო ლექსი. ვფიქრობდი, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი შემეძლო. კითხულობდა იმ სასაცილო ლექსებს და რა კარგიაო, მეუბნებოდა. რა კარგია რომ ხარო.
ზუსტად ისეთი დედაჩემი დაიბადა დღეს, როგორიც უნდა მყოლოდა.
თორემ რა მეშველებოდა, არ ვიცი. ასეთი დედების გარეშე ქვებად იზრდებიან ჩემნაირი გოგოები.
ლია ლიქოკელი