ყველაზე ძლიერ მოგონებად კი დამრჩა მისი სურნელი. ეს რაღაც ნაცნობი სურნელია არასდროს დამავიწყდება პირველი მშობიარობა და მეორეც, და ყველაზე მეტად მახსოვს ის მომენტი, როცა ახალდაბადებულ პატარას გიწვენენ მკერდზე. ის თითქოს შენს სხეულზე უფრო ცხელია, თითქოს საცაა ხელიდან გაგისხლტება, ამიტომ უფრო მეტად ეხვევი და შუბლზე კოცნი... ყველაზე ძლიერ მოგონებად კი დამრჩა მისი სურნელი. ეს რაღაც ნაცნობი სურნელია. თითქოს ნუშის რძის, ალიონის ცვარის, რძიანი შოკოლადის, ბაღში გაშლილი ვარდების, დამწიფებული ყურძნის... სულ უფრო ღრმად ყნოსავ ამ სურნელს, ერთადერთს ამქვეყნად... და ხვდები, რისია ეს სუნი. ეს ბედნიერების სუნია – ბავშვებს ბედნიერების სუნი ასდით.