ტახტი - რომელზეც დედაჩემი ჩამოჯდება ხოლმე საღამოობით, დასიებული ვენებით ჩახერგილ ფეხებს შემოალაგებს იმ სახლში, სადაც დედა და მამა ცხოვრობს, რამდენიმე საყვარელი სივრცე თუ ადგილი მაქვს:
მაცივარი - როცა არ უნდა შევძვრე, სულ ვიპოვი საჩემოს რამეს;
საკერავი მანქანის უკანა მხარე - სადაც მამაჩემის გადამალული კანფეტები ინახება;
სარკე - რომელშიც თავიდან ბოლომდე. ვირეკლები;
და ტახტი - რომელზეც დედაჩემი ჩამოჯდება ხოლმე საღამოობით, დასიებული ვენებით ჩახერგილ ფეხებს შემოალაგებს, მეც გვერდით მივუკუსდები სამსახურიდან მიფრატუნებული და მის მხარს ვყნოსავ და ვიმახსოვრებ.
ნინო თარხნიშვილი