«ერთი უარყოფითი თვისება მაქვს - არ შემიძლია ვიყო გულგრილი...”
«ერთი უარყოფითი თვისება მაქვს - არ შემიძლია ვიყო გულგრილი...”
მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი. რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად სოფლიდან, გული მეკუმშება, როცა ვხედავ ადამიანს, რომელსაც პრობლემები აქვს. არ შემიძლია თვალი დავხუჭო და არაფერი მოვიმოქმედო. ამიტომ ვცდილობ შეძლებისდაგვარად დავეხმარო ყველას.
2006 წელია. სამსახურის დამთავრების შემდეგ შევირბინე სავაჭრო ცენტრში და როცა გამოვდიოდი, კარებთან ახლოს ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ახალგაზრდა დედამ, რომელიც თავის პატარა გოგოს ხმამაღლა ეკითხებოდა:
- რა გინდა, გამაგებინე?!
- მშია, - ჩუმად უპასუხა პატარა გოგონამ.
იქვე ახლოს მშობლები თავიანთი
შვილებისათვის ტკბილეულს ყიდულობდნენ. იმის მიხედვით, თუ როგორ ეცვა მას, როგორ მორიდებულად ეჩურჩულებოდა დედას, ადვილი მისახვედრი იყო, რომ გოგონა კი არ ჭირვეულობდა, არამედ მართლა შიოდა. ახალგაზრდა დედა გაბრაზდა, ხმამაღლა და მოურიდებლად უთხრა, რომ გაუმწარა ცხოვრება, მიატოვა და თვალს მოეფარა. გოგონამ ტირილი დაიწყო და იქვე ჩამოჯდა. ჩუმად ქვითინებდა. ძალიან შემეცოდა პატარა. ვიმედოვნებდი, რომ დედა მალე დაბრუნდებოდა, შერიგდებოდნენ და გააგრძელებდნენ გზას. გავიდა 20 წუთი. ბავშვის დედა არსად ჩანდა. ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი და შევეცადე დამემშვიდებინა. მას შერცხვა და თავიდან არ მოისურვა ჩემთან საუბარი.როდესაც დაცვის თანამშრომელს დავუძახე, რათა მოეძებნა დედამისი, გოგონა უფრო მომენდო. გავარკვიეთ ბავშვის ასაკი და სახელი. გამახსენდა, რომ მას შიოდა. ვუყიდე საჭმელი და ერთად დაველოდეთ დედამისს.
აღმოჩნდა, რომ მთელი დღის მშიერი იყო.
დედა არსად ჩანდა და პოლიციის გამოძახება მოგვიწია. ჩემი მოვალეობა იყო გადამეცა ბავშვი სამართალდამცავი ორგანოებისათვის და ისინი უპატრონებდნენ მანამ, სანამ მშობლებს მოუძებნიდნენ. ვგრძნობდი, რომ ეს საქმე ასე არ დამთავრდებოდა. საბედნიეროდ, ახლობელი მუშაობდა პოლიციაში და შემეძლო თვალი მედევნებინა ბავშვის შემდგომი ბედისათვის.
გაირკვა, რომ მამამისი დიდი ხანია გაშორდა დედამისს და ქალი მარტო ზრდიდა გოგონას. გამომუშავება ცოტა ჰქონდა და ორივეს არ ჰყოფნიდა. შვილს სულ ეუბნებოდა, რომ ორსულობამ დააკარგვინა კარიერა და ყველაფერი მისი ბრალი იყო. მოკლედ, გადაწყვიტა, მიეტოვებინა ბავშვი. გოგონა ტიროდა და სთხოვდა დედას, მისთვის სახლში დაბრუნების უფლება მიეცა. არ უნდოდა ბავშვთა თავშესაფარში ყოფნა. მაგრამ ქალში დედობრივმა ინსტინქტმა ვერ გაიღვიძა.

2008 წელი. მე და ჩემმა მეუღლემ ეს პატარა გოგონა ვიშვილეთ. ახლა ის 8 წლისაა. მეორე კლასის მოსწავლეა. მანამდე კი, სანამ საბუთებს მოვაგვარებდით, მას ბავშვთა სახლში მოუწია ცხოვრება, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე რეგულარულად ვაკითხავდით, საჩუქრები მიგვქონდა მისთვის და სხვა ბავშვებისთვისაც. ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა არ მოიწონა ჩვენი გადაწყვეტილება: ”სხვისი ბავშვი? რაში გჭირდებათ?”

2015 წელი. ჩვენი გოგონა 15 წლისაა. ხშირად მეკითხებიან, ვნანობ თუ არა ჩემს გადაწყვეტილებას. არასოდეს არ მინანია და არც ვინანებ. ასეთი ნაბიჯისათვის ჩემი მეგობრები უნებისყოფოს მეძახიან. ბევრს აკეთებ სხვისთვის და უკან რა გიბრუნდებაო? თქვენ ცდებით, ჩემო მეგობრებო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემმა ცხოვრებამ ფუჭად არ ჩაიარა. სამყარო მკაცრია. მაგრამ თითოეული ჩვენგანის საქციელმა შეიძლება, ის უკეთესი გახადოს.
35366
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (49)
mari
0
გაიხარეთ ზალიან კარგი ადამიანი ხართ გმერთმა დაგლოცოთ სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ
12:06 / 13-07-2016
მანანა
0
სიკეთე არ იკარგება, უფრო მეტ სიკეთედ დაგიბრუნდებაღ, თან გადამდებია, იმედია სხვებიც მიბაძავენ თქვენს მაგალითს
22:53 / 12-07-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?