ორი დღე სულ ძალა-ძალად ვაკითხე ჩემს ბიჭებს რეზო ინანიშვილი ორი დღე სულ ძალა-ძალად ვაკითხე ჩემს ბიჭებს რეზო ინანიშვილი. შევდივარ მესამე დღეს და ვხედავ სხედან გაფითრებულები... მივხვდი, "ჩიტების გამომზამთრებელი"აქვთ წაკითხული და ძალიან არიან გაბრაზებულები.
- ეგ მკვლელი ქალი, ეგა, ეგ ქილერი, - ამბობს უმცროსი.
- ის ქმარი კიდევ, ცოლის ჩმორი, - ეს უფროსის კომენტარია.
სულ უმცროსი 4 წლის ნიკა, კუბიკებით თამაშს თავს ანებებს:
- ვინ დახოცა ჩიტები?
- იმ ბიჭის დედამ.
- აბა, მამა რატომაა ჩმორი?
- იმიტომ, რო მაგისთანა არანორმალურ ცოლს აჩერებს სახლში, - ეს უფროსია.
საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ნიკა ახალ ამბავს ახვედრებს:
- იცი, დედამ ჩიტები დახოცა და მამა ჩმორია.
- რა ჩიტები დახოცე ქალო, ჩმორი რატო ვარ?
- ამან კი არა, იმ ბიჭის დედამ დახოცა, - უხსნის ნიკა.
- კაცო, ამ ბავშვს ნორმალური რამე წაუკითხეთ, წითელქუდა, სიზმარა, რა ჩიტები, რა ჩმორი, - ბრაზობს ოჯახის მამა. უფროსი ბიჭები ოჯახურ განხილვაში არ ერევიან, ისევ შეყუჟულები არიან და ინანიშვილს ჩაჰკირკიტებენ.
სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, მგონი, წიგნი შევაყვარე. არადა, ერთ და ორ წელში არ მომხდარა ეს...
ეკატერინე ალფაიძე