დღეს გავიგე თქვენი ოხვრა, სუნთქვა, ბეჭების ტკივილი... როცა... ქალებო, ვინც ფიზიკურად შრომობთ! დგახართ ქუჩაში, სახელდახელოდ მოწყობილ დახლებს უკან, ზამთარ-ზაფხულ. ქალებო, ვინც რესტორნებში მუშაობთ ჭურჭლის მრეცხავებად. ქალებო, ვინც ალაგებთ სახლებს, ოფისებს. ქალებო, ვინც მზარეულებად მუშაობთ, მცხობელებად. ქალებო, ვინც მიწას ჩიჩქნით, საქონელს უვლით… ბოდიშს გიხდით, ჩემი ყოველი ტახტზე წამოგორების გამო, ბალიშის აფუმფულების გამო, გვერდით ყავის ჭიქის მოდგმისა და ფილმის ყურების ან წიგნის კითხვის გამო. იმიტომ, რომ მე დღეს გავიგე თქვენი ოხვრა, სუნთქვა, ბეჭების ტკივილი... როცა დაღლილობისგან ხელები ამიკანკალდა, ჩამოვჯექი და ვეღარ ავდექი.
ნინო თარხნიშვილი