ყელში აგდიოდა სუნი, რომელიც მარტო შენ აგდიოდა და ლოყა გქონდა ისეთი თბილი, როგორიც მარტო შენ გქონდა... ის ღამეები მენატრება, "ძილისპირულ ზღაპრებს" რომ ჩამოვიღებდით ხოლმე თაროდან, შენ რომ კედლისკენ მიმიწევდი დაფაცურებული, კარგად დაწექი, არ გადავარდეო, მერე რომ მეტყოდი, მოიცა, მოვკალათდეო და დააყოლებდი, ახლა დაიწყეო. და მეც ვიწყებდი ზღაპრების კითხვას ლურსმნის სუპზე, ღილღილაზე, ფერია ფაცურაზე… ყელში აგდიოდა სუნი, რომელიც მარტო შენ აგდიოდა და ლოყა გქონდა ისეთი თბილი, როგორიც მარტო შენ გქონდა... ახლა დიდი ხარ. და გვერდით რომ მომყვები, თვალს გაყოლებენ...
ნინო თარხნიშვილი