მერე მოგადგება და თავის ტკივილის ამბავს რომ შეიტყობს, გაბუტული შეგაქცევს ზურგს და ძილს მიეცემა…
მერე მოგადგება და თავის ტკივილის ამბავს რომ შეიტყობს, გაბუტული შეგაქცევს ზურგს და ძილს მიეცემა…
ჰო, ქალებს თავი გვტკივა იმიტომ, რომ:
დილით სისხამზე საუზმეს ამზადებ.
სამსახურში მიდიხარ.
სამსახურის მერე - ელიავაზე.
ელიავადან ფეხით ვაჟას დასაწყისამდე,
იმიტომ რომ ხერგილში დგომას აზრი არა აქვს.
უკვე დაბინდდა.
მაგრამ ჯერ კიდევ საქმე გაქვს.
ჩანთაში მიკროფონი გიდევს,
უკვე დაღამდა.
გზად სალონში შერბიხარ,
იქ, სადაც მიდიხარ, ხალხი იქნება...
მერე აგროვებ ხმებს,
მერე სახლში ბრუნდები ცალ ფეხზე დაკონწიალებული.
დედასთან დატოვებულ შვილს აიტორღიალებ,
მაღაზიაში შეირბენ,
სახლში მოსული დილით გაფენილ სარეცხს ჩამოხსნი,
დააუთოვებ,
მერე იატაკის ჯოხს წამოავლებ ხელს, დაუვლი იატაკს გაგულისებული…
და კიდევ უკვირთ,
რატომ გვტკივა ქალებს თავი.
ჰო, ქალებს გვტკივა თავი.
ძალიან გვტკივა.
და ჩუ!!!
ნინო თარხნიშვილი