მალე ახალი წელია, გაავრცელეთ ეს პოსტი, იქნებ ამ დღეებში მაინც სამყარო სიყვარულმა მოიცვას! ზოგჯერ რთულია თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით კი მეგაპოლისში ცხოვრება. უბრალოდ ჩვენ ისე ვართ დაკავებული ყოველდღიური ყოფით, რომ ვერ ვამჩნევთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან.
გთავაზობთ კიანუ რივზის ერთ-ერთ პოსტს. ეს თითქოს ერთგვარი მიმართვაა კაცობრიობისადმი. ეს არის ადამიანის სიტყვები, რომელმაც არაერთი ტრაგედია გადაიტანა თავის ცხოვრებაში.
„ხედავთ ჩემს უკან ადამიანებს? ისინი მიიჩქარიან სამსახურში ისე, რომ არ აქცევენ ყურადღებას არავის. ზოგჯერ ყოველდღიური რუტინა ისე გვითრევს, რომ ვერ ვჩერდებით იმის გამო მაინც, რათა დავტკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით. ჩვენ ნელ- ნელა ვიქცევით ზომბებად... ასწიეთ თავი მაღლა და გამოიძრეთ ყურსასმენები! სცადეთ მიესალმოთ გამვლელებს ან ჩაეხუტოთ - ვისაც ეს ძალიან სჭირდება. შესთავაზეთ დახმარება, იცხოვრეთ ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელია...
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ წლების წინ დეპრესიით ვიტანჯებოდი. მე არ ვახმაურებდი ამას. თვითონ ვცდილობდი შევბრძოლებოდი და გადამელახა ის. მივხვდი, რომ მე თვითონ ვიკეტავდი ბედნიერებისკენ გზას.
ყოველი ახალი დღე ძვირფასია, შეიძლება დღევანდელი დღე უკანასკნელია და „ხვალ" არც დადგეს! ამიტომ დაიწყე ცხოვრება დღეს! მალე ახალი წელია, გაავრცელეთ ეს პოსტი, იქნებ ამ დღეებში მაინც სამყარო სიყვარულმა მოიცვას!
ამ სიტყვებში უდავოდ არის სიმართლის მარცვალი. და თუ შენ ეთანხმები მას, მაშინ დაუყოვნებლივ შეასრულე კიანუ რივზის თხოვნა და გაუზიარე შენს მეგობრებსა და ახლობლებს სოციალურ ქსელში!
ასევე იხილეთ კიანუ რივზის სხვა ცნობილი გამონათქვამები.