ბენჯამინ სპოკი შვილს სცემდა, მონტესორიმ კი... ძიძას გააზრდევინა - გამაოგნებელი ფაქტები ცნობილ "აღმზრდელებზე"
ბენჯამინ სპოკი შვილს სცემდა, მონტესორიმ კი... ძიძას გააზრდევინა - გამაოგნებელი ფაქტები ცნობილ "აღმზრდელებზე"
ამ სტატიაში მოყვანილია მაგალითები, სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოჯახური ბედნიერების, შვილების სწორად აღზრდის მქადაგებლებმა საკუთარი მაგალითით ხაზი გადაუსვეს თავიანთ თეორიებს.

ბენჯამინ სპოკი
ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის წიგნზე, რომელიც 1946 წელს გამოიცა, არაერთი თაობა აღიზარდა. ბავშვთა ექიმმა მშობლების ცნობიერება თავდაყირა დააყენა. სპოკი ასწავლიდა ბავშვის მოსმენას, მის ემოციებზე ყურადღების გამახვილებას, მოთმენას სხვადასხვა ასაკობრივი კრიზისის დროს.
სპოკმა დასჯის, შეზღუდვისა და შეშინების ნაცვლად ბავშვისადმი სიყვარული წამოწია წინ, თუმცა, თავის ოჯახში საკუთარი წესების მიხედვით ვერ
იმოქმედა. მას ორი ვაჟი ჰყავდა: მაიკლი და ჯონი, ვერცერთთან ვერ მოახერხა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აეწყო. მეტიც, მაიკლს სცემდა კიდეც, რადგან ბიჭი სასკოლო პროგრამას ვერ ითვისებდა. მაიკლს დისლექსია ჰქონდა, ამიტომ, დროთა განმავლობაში, სპოკი მიხვდა, რომ მისი მეთოდები არ მუშაობს და თავი დაანება ბავშვის აღზრდას. მოგვიანებით, მშობლებმა მაიკლი სპეციალურ ინტერნატში გაამწესეს. ჯონთანაც ვერ იპოვა მამამ საერთო ენა. გაუთავებელი კონფლიქტების შემხედვარე ცოლმა ერთხელ მიაძახა სპოკს: "დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!".

მარია მონტესორი
იტალიელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, მარია მონტესორის მიერ შექმნილი ადრეული განვითარების მეთოდიკა ძალზედ მოთხოვნადია მსოფლიოში. მონტესორიმ უნიკალური სისტემა გამოიგონა, რომელიც ფსიქიკაზე ზეწოლის გარეშე ავლენს ბავშვის ნიჭსა და სხვადასხვა უნარს. მთავარია, შექმნა ისეთი თავისუფალი გარემო, რომელიც
ხელს შეუწყობს ბავშვის შესაძლებლობების გახსნას.
მარიას პირადი ცხოვრება კი მის მიერ დადგენილი მეთოდიკის საწინააღმდეგოდ წარიმართა. მონტესორიმ ვაჟი რომში 1898 წელს გააჩინა, ის 28 წლის იყო და თავის მეთოდიკას უკვე უწევდა პროპაგანდას. ბავშვის მამამ შვილზე უარი განაცხადა. უკანონო შვილი წერტილს უსვამდა ქალის კარიერას, რომელმაც ექიმად მუშაობის უფლება მოიპოვა. მონტესორიმ აწონ-დაწონა პირადი ბედნიერება და პროფესიონალური მხარე და გადაწყვიტა, შვილი ძიძის ოჯახისთვის გადაეცა, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა. მარია შვილის განათლებისთვის ფულს იხდიდა, მაგრამ არ აკითხავდა მას. მარიო დედას 17 წლის ასაკში გამოეცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ პედაგოგმა შვილი საქმეში ჩართო, ისინი ერთად კითხულობდნენ ლექციებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამ შვილი ოფიციალურად არ აღიარა. იხილეთ სრულად
4619
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?