ზოგს ლექსებიც გიწერიათ, იქნებ უნიჭოდ, მაგრამ გულრწფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათკიდეც... "ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს...
ძვირფასო მამაკაცებო! როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისთვისაც თქვენ ღამეები გითენებიათ, ზოგს ლექსებიც გიწერიათ, იქნებ უნიჭოდ, მაგრამ გულრწფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ
კიდეც...
სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე რომ ვმუშაობთ, სიყვარულის გახანგრძლივებაზედაც იზრუნეთ. რადგან ხომ გახსოვთ ”უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ...”
,,რამდენჯერ გითქვამს, აღარ გიყვარვარო... შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარის წერის პირველ დღეს გავდეს. ასე არაა ძვირფასო. თუ დამიჯერებ მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ… მაგრამ ცხოვრება ისე გვღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი.. ”
ფილმიდან "მზე შემოდგომისა"