სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, ვზრუნავ პირველ რიგში საკუთარ თავზე... არასდროს მოგცემ არაფერს უკანასკნელს, იმიტომ რომ მიყვარხარ. რადგან თუ მე შენ უკანასკნელი მოგეცი, გავბრაზდები და გავნაწყენდები შენზე, ახლოს მოსვლას კი ვეღარ შევძლებ.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, ვზრუნავ პირველ რიგში საკუთარ თავზე, რადგან თუ მე არ ვიზრუნებ საკუთარ თავზე, ვერ შევძლებ შენთვის ვერაფრის მოცემას.
მხოლოდ იმიტომ , რომ მე შენ მიყვარხარ, გულს გიღებ, მაშინაც კი როდესაც მასში ყველაზე შავი წყვდიადია. რადგან თუ მე გულს არ გაჩვენებ, ის ჩვენ შორის წყვდიადი გაბატონდება.
სწორედ იმიტომ ,რომ მე შენ მიყვარხარ, ზოგჯერ მივდივარ და მარტო ვრჩები, რათა დავუკავშირდე საკუთარ თავს, დავისვენო, დაგიბრუნდე ურთიერთობისთვის მზა ენერგიით სავსე.
მხოლოდ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, ყოველთვის გეუბნები სიმართლეს, რაც არ უნდა რთული იყოს ის. ვირჩევ შესაფერ ფორმას, დროს, სიტყვებს,ვიკრებ ძალას და ვიწყებ ლაპარაკს, რადგან არ მინდა რომ ჩემთან ურთიერთბისას ყრდნობოდე ილუზიას.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, სულ გეკამათები, გეჩხუბები. არ მინდა, რომ გაურკვეველი პრობლემები კედელივით გაჩნდეს ჩვენს შორის.
სწორედ იმიტომ რომ, მე შენ მიყვარხარ, მუდავ საკუთარი თავის ძიებასა და განვითარებაში ვარ, რადგან შემდგომ არ დაგაყვედრო რომ ცხოვრებას მხოლოდ შენზე ვხარჯავ.
სწორედ იმიტომ რომ, მე შენ მიყვარხარ, არ გაკისრებ აუტანელ პასუხისმგებლობას ჩემს ბედნიერებაზე. მე არ გთხოვ გამხადო ბედნიერი. ასევე არ ვცდილობ გაგაბედნიერო შენ. რადგან ადამიანის ბედნიერება მხოლოდ მისი, პირადი საქმეა.
სწორედ იმიტომ რომ, მე შენ მიყვარხარ, შევეცდები არაფერი გავაკეთო შენთვის ისეთი, რისი გაკეთებაც მე არ მსიამოვნებს, რადგან მერე არ გავბრაზდე და არ გავნაწყენდე შენზე, თითქოს შენ მაიძულებ.
სწორედ იმიტომ რომ, მე შენ მიყვარხარ, ხშირად ვბრაზდები შენზე, რადგან ისე ახლოს მოდიხარ ჩემთან, როგორც არავინ სხვა, შეგიძლია მატკინო. ჩემი სიბრაზე მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ. ჩემი სიბრაზე- შენი მოკვლის მცდელობა კი არა, დიალოგისკენ მოწოდებაა.
მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ, მე ვიგონებ წესებს, რომლელთა დაცვითაც ვიცხოვრებთ, რადგან ჩვენ ორი ცალცალკე მყოფი ადამიანი ვართ. ორი სამყარო რომლებმაც როგორრაც უნდა მოილაპარაკონ.
სწორედ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ, მე ფრთხილად ვეპრობი შენს „მტკივნეულ ადგილებს“, არ ვცდილობ „დაგარტყა“ იქ, მაგრამ არც ვაიგნორებ მათ, გაძლევ სასუალებას რომ განიკურნო.
სწორედ იმიტომ ,რომ მე შენ მიყვარხარ, ზოგჯერ სიმკაცრეს ვიჩენ, ჯინიანობას, რადგან დავრჩე მედ. რადგან თუ მე აღარ ვიქნები „მე“ ვეღარ ვიქნები ვერც შენთან..
სწორედ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ, ხშირად გეუბნები - „არა“. რადგან ჩემი „კი“ იყოს სავსე და გულწრფელი
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, ხსირად გეუბნები უარს, რადგან დაგეთანხმო იმაზე, რაც ნამდვილად მომწონს.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე არ გიცოდებ, არ გხდი მორალურად ინვალიდს, არამედ ვითმენ, ველი, სანამ მოირჩენ შენც სულიერ ტრამვებს ჩემი თანხლებით.
სწორედ იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ, მე არ ვღებულობ საკუთარ თავზე შენს პასუხისმგებლობას, რადგან თუ ავიღე, შენ გახდები უფრო სუსტი, და მე ეს გამაბრაზებს.
სწორედ იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ, მე ვჩერდები, რადგან ვხვდები, რომ მე შენთვის ბევრი ვარ.
მხოლოდ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, ვამბობ, რომ მე შენთვის ბევრი ვარ, თუ ამას არ ვიტყვი,გამიჩნდება ზიზღის გრძნობა შენს მიმართ და ყველა ჩვენი შეხვედრა იქნება ტანჯვა.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე არ მოვალ შენთან ახლოს, თუ დარწმუნებული არ ვიქნები ჩემი და შენი ზრახვები სიწმინდესა და სისუფთავეში.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მუდამ ვეკითხები თავს რა მინდა და რა მაინტერესებს, რომ შემდეგ გაგიზიარო ჩემი მიღწევებით და წარმატებებით გამოწვეული სიხარული.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე ვცდილობ ვიპოვო ბედნიერება უშენოდ, რომ არ დაგაკისრო ვალდებულება ჩემი კეთილდღეობაზე, გაგიყო ის რაც მაქვს.
მხოლოდ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე არ გპირდები, რომ ყველაფერი ეს მუდმივად უცვლელად იქნება. მე შემიძლია მიყვარდე ახლა, მთელი სულით და მთელი ძალით.
მხოლოდ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ. მე მზადა ვარ მთელი ცხოვრება უშენოდ გავატრო, თუ კი ამით შენ უკეთ იქნები.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე გიშვებ შენ იმ თავგადასავლებისთვის, რაც გინდა რომ ცხოვრებაში გამოსცადო. რადგან, ვისაც წასვლა უნდა, ის მაინც წავა. ხოლო ის, ვინც მართლაც შენთვისაა გაჩენილი, ან დარჩება ან ისევ დაგიბრუნდება.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე ვხარობ როცა შენ კარგად ხარ ჩემს გარდა სხვასთან, რადგან მინდა, რომ არსებობდეს ბევრი ადამიანი, ვისაც შენ ეყვარები.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე ვერ გიტან და მაშინვე ვამბობ, რაც არ მომწონს. დაე იყოს ბევრი წვრილმანი უთანხმოება, ვიდრე ერთი და დამაცილებელი ჩხუბი.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მე მზად ვარ გაგიშვა შენ ნებისმიერ დროს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ ვისიამოვნებ შენთან გატარებული თითოეული წამით.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, მთელი ჩემი ძალებით ვცდილობ არ გამოგიყენო შენ ჩემი ჭრილობების მოსარჩენად და იარების ამოსავსებად.
სწორედ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ,მე ვხვდები ჩემს ტკივილს შიშით და სიბრაზით .მე ისევ და ისევ ვპოულობ ძალას გავიარო ყოველივე ეს. მე ბევრს ველოდები საკუთარი თავისაგან საპასუხოდ კი მხოლოდ ვიმედოვნებ, იმიტომ, რომ შენ შენ ხარ და არა - მე. შენ სხვა ხარ.
მე გხედავ. მე ვცდილობ უფრო თვალნათლივ დაგინახო, ჩემი ფანტაზიისგან განსხვავებულად. სწორედ იმიტომ რომ მიყვარხარ.
აგალაია დატეშიძე
/თარგმანი - ირმა კავაჭაძე/