სულ მინდოდა დამეწრა ამ თემაზე, მთავარია სწორად გითხრათ სათქმელი სულ მინდოდა დამეწრა ამ თემაზე, მთავარია სწორად გითხრათ სათქმელი...
დავიწყეთ, დავიწყეთ რა, ახალი დღე დაიწყო... მანქანის საბურავების სველი შეხლა ასფალტთან გვამცნობს, წვიმამ ინება და მოჟუჟუნდა.... შესაბამისად, ტანსაცმელსაც "წვიმაგამძლეს" ვურჩევ ჩემს მძინარე უფლისწულს... ბაღში უნდა გავცუნცულდეთ.... ჯერ კი ბოლო აკორდებს იღებს მისი ანგელოზური ძილი და სიზმარი.... ტუჩების ცმაცუნით თითქოს იფერთხავს ამ ჯადოსნური სამყაროს ნარჩენებს ... გენანება რომ ამ სიტკბოებიდან გამიარკვიო და შეაფხიზლო... მაგრამ ამაშიც იმდენი სასწული დევს, ვიწყებ... მარჯვნივ ყელთან... მფეთქავ ადგილებში ჩავრგავ ცხვირ-ტუჩს და გავირინდები... ისევ სძინავს... აკოცებ, აკოცებ, აკოცებ... უჰ რა გემრიელია შვილის თბილი, ნამძინარევი ყელი. ... გაიღვიძებს თუ არა, ჩემი ღიმილიანი, ეგრევე ივარდებს და ისე გაიცინებს... დედისთვის ათ გათენებას უდრის... მოვაცუნცულებ სავარძელზე, ფხიზლდება თანდათან და ვაცმევ.... დილის აბაზანა-პირბანა! პირსახოცთან ჭიდაობა... თითქმის მზად ვართ.... ყველაფერი ჩამოვაცვი, ბოლო შტრიხი კაშნე და ქუდი... გავდივართ... გარეთ... იგივე და არაფრით შეცვლილი, უბრალოდ სველი ეზო... ბევრი პატარა მიიჩქარის ბაგა-ბაღში, ღმერთმა გვამრავლოს, უჰ... ბევრი ვართ.... რამდენიმე ძრავის ხმა, "მანქანიანი" დედიკო-მამიკოები, თავიანთ პატარებთან ერთად სხდებიან სხვადასხვა მარკის, კოპწია ავტოებში.... მათ გვერდით კი უფრი მეტი, იგივე ბაგა-ბაღისკენ ფეხით მიიჩქარის... ბავშვები ერთმენეთს შეჰხარიან, უღიმიან და ესალმებიან.... ნიშნად კეთილი განწყობისა.... "მე შენ გიცანი, შენ ჩემი ბაღელი ხარ!" ამბობს ზოგადი სურათი გალუმპულ ეზოში.... ერთმანეთის გვერდის აქცევით მიიჩქარიან ავტოებში ცალად მოკალათებული "მშრალი" პატარები და "წვიმით სავსე" სხვა პატარები, თავიანთ "სველ" მშობლებთან ერთად...
არასოდეს მინატრია რაიმე ყოფითი, მხოლოდ გამძლეობას და წყალობას ვთხოვდი გამჩენს... ახლა კი, გავგულისდი, წვიმა მიცხრობდა ფაფარაშლილ სიბრაზეს... ვინატრე, დიდი, არა ძალიან დიდი ავტო, ასე 15 ადგილიანი მაინც რომ ეს გაწუწული პატარები, ყველა ერთად სულ ჟრიამულითა და ბედნიერი ყიჟინით მიეყვანა ბაგა-ბაღამდე!!!! უჰ, რა მხიარულება იქნებოდა... რა ზეიმი, სულ ალბათ 5-10 წუთი მაგრამ მაინც სახალისო და სასურველი!
ერთი კითხვა მაქვს, იმ ავტოიან მშობლებთან... ნუთუ თქვენს ტრანსპორტში სხვა, პატარა ფეხუცების, წვიმიან ანაბეჭდებს უფრთხიხართ?! ნუთუ შვილს რომელსაც ამ ნათელ ასაკში სიკეთის კეთება უნდა ასწავლოთ და მიუთითოთ თეთრზე და შავზე... ასეთი მარტივი სიკეთეებით რომ დაგეწყოთ, არ იქნებოდა ურიგო... ბავშვები ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს... დიალოგი ჩვენი კი ასეთი იყო: "დედა, მამას რომ ექნება მანქანა, ნიკოლოზი და ნატალი ჩვენ წავიყვანოთ ბაღში, კარგი?!"... " კი დედიკო, აუცილებლად" დიალოგის დადასრული...
მანანა ზურაშვილი