ერთი ჩვეულებრივი დედის ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ წერილში ის განცდაა ჩადებული, რაც ბევრ ახლანდელ დედას აერთიანებს... ერთი ჩვეულებრივი დედის ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პოსტში ის განცდაა ჩადებული, რაც ბევრ ახლანდელ დედას აერთიანებს:
"მთელი დღე ადუღებულ ქუჩებში დავხეტიალობდი. სახლში რომ მოვედი, ჩანთა უმისამართოდ მოვისროლე და დივანზე მივესვენე. რამდენ ხანს ვიყავი ასე, სიცხისაგან და დაღლილობისაგან გაბრუებულს აღარც მახსოვს... ალბათ ძალიან დიდხანს, რადგან ღრმა ბავშვობაში გამოვფხიზლდი... ვხედავ ჩემს თავს მუხლებგადატყავებულს... ცირას ჭიშკარზე ჩამოფარებულ ფარდას, "საკონცერტოდ" გამზადებულ "სცენას"... "გუბელასკენ” დარაზმულ ბავშვებს... ღობის ძირში დაგდებულ ხის მორს, ჩვენს "ბირჟას"... კონცხზე მწვანე "მჟაუნას"... კიდევ ვხედავ გულებიან დღიურს ასეთი დასაწყისით: "დაასათაურე". კიდევ ვხედავ, როგორ ვთამაშობთ "წრეში ბურთს", "ომობანას", კიდევ - "გაფუჭებულ ტელეფონს", კიდევ... კიდევ... კიდევ...
ამ დროს ოთახში ლეპტოპით ხელში შემორბის ლიზი და ყვირილით მაფხიზლებს: "დეეეე, ფეისბუქზე პაროლი შემიყვანე"...
ამ სიცხეში თითქოს ადუღებული წყალი გადამასხა.... რა მაგარი ბავშვობა მქონდა... ჩემს შვილებს (და არა მარტო მათ) მგონი სულ არ აქვთ ბავშვობა..."
მერი ბლიაძე