ანგელოზსაც სჭირდება მფარველი თურმე ვუძღვნი ყველა ტკივილიან და გმირ დედას, 2016 წლის ივნის-ივლისში, ბაკურიანში, შშმ პირებისთვის განკუთვნილ დასასვენებელ სასტუმროს დამსვენებლებს უპირველესად და ყველას უკლებლივ,დედებს,რომლებიც ჩემი აზრით ანგელოზების ანგელოზები არიან! გეფერებით)
ბჭობდნენ...მოავლინეს და მიუჩინეს... ანგელოზსაც სჭირდება მფარველი თურმე... მიწაზე მოვლენილთ სანამ ბოლომდე შეიმოსებიან სიკეთით და სათნოებით,მეგზური და გზამკვლევი სჭიდებათ.
ანგელოზების ანგელოზები,მუდამ ტკივილიანი და დაღლილი თვალებით,თითქოს მზად იყვნენ მაგრამ,გრძნობენ, რომ ტვირთი თან მძიმე და თანაც მსუბუქია......ხალჩაკიდებულები.... მხარ-გულ მიბჯენილნი ანგელოზებზე....ასე დადიან....ხან დაფრინავენ....ხან ღრუბლებს ერევიან....ხან მთების სილურჯეს....ხან ზღვის ქაფით იფარერებიან....
რამდენი ანგელოზიცაა თურმე იმდენივეა მათი მფარველიც....ანგელოზების ანგელოზები!
თურმე სქესიც ჰქონიათ...ეს გამონაკლისი ყოფილა....ანგელოზები უსხეულო არსებები არაინ...მაგრამ აი მათი ანგელოზი კი მდედრი უნდა იყოს უცილობლად...რადგან ფრთაშეწყობილად და ერთგულად გამოზარდოს ჯერ თავის წიაღში,მერე კი სამყაროში მოვლენილთ უმფარველოს .....ბოლომდე უმეგზუროს.... გამოკვებოს სიყვარულით....ასაზრდოოს მადლით დედობის..... არასოდეს იღლებიან...აი ანგელოზს შეიძლება ფრთა დაეღალოს....ან მხარი....მაგრამ ანგელოზების ანგელოზები არასოდეს გრძნობენ დაღლას....სულ ცას გასცქერიან....ცის საყვედურს უფრთხიან და ეკრძალვიან.... და მიდიან....მიცურავენ...მიფრინავენ...ანგელოზებთან ერთად..... ბოლომდე....ვიდრე აღასასრულამდე სამყაროსი...
მანანა ზურაშვილი