"დედი, ამანათი იქნება კვირას...'' - ჩვენ, ემიგრანტი დედები...
"დედი, ამანათი იქნება კვირას...'' - ჩვენ, ემიგრანტი დედები...
ჩვენ - ემიგრანტი ქალები
ჩვენ პირველ ხაზზე მდგარი ჯარისკაცები ვართ. შიშველი, მაგრამ ძლიერი ხელებით ვიბრძვით. ყოველდღიური რწმენით და მიზნით სავსეა ჩვენი საქმე. უკან საქართველოა... ჩვენებია... ოჯახები... ჯიში... და კალმახივით ახეული ლაყუჩებით აღმა მივუყვებით დინებას!
არა, იქნებ უფრო პარტიზანებს ვგავართ - მტერი რომ ვერაფრით მოიხელთებს, ყველგან რომაა, ყველაფრის საქმის კურსში... ასე რომ სჭირდება დღეს დედა-სამშობლოს!..
...და მიდის სიცოცხლისთვის აუცილებელი ძალა...
"დედი, ამანათი იქნება კვირას...''. ,,მარიამს ბებოსგან დაბადების დღისთვის...'' ,,ბანკეტზე გიორგის, ბებოს სიცოცხლეს...'' ,,ვაიმე, ახლავე მიიყვანეთ ექიმთან, საუკეთესოსთან, გადაამოწმეთ...''.
და ფუსფუსი, ლოცვა.
ლოცვა დედისა, ცაში ღმერთს რომ სწვდება!
მადონა თედორაძე
5156
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ბები
0
მედალიონის ორი მხარე გაიხსენეთ .ამ წერილის ავტორმა ერთ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. რა არასწორად და პირიქით მუშაობს, ეგ სხვა თემაა და სხვა კუთხიდან და რაკურსიდან დასანახი.
22:47 / 31-07-2016
მეგობარი
0
ა,,ვსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა''-ნიას რუსთაველისაგან!
22:54 / 30-07-2016
ლალუკა, ზესტაფონელი
0
კი არიან აქაური შვილები, შვილიშვილები ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ნიჟარა რომ გაეჭედებათ, საბერძნეთში ურეკავენ დედას, ბებიას, ცოლს და კიდევ რა ვიცი ვის, რომ ხელოსნის ფული გამოუგზავნოს, ისიც არ უნდა რომ გააკეთოს, და ხელი დაისვაროს. რძლები გაფუფუნებულები, დედამთილების ხარჯზე და დედის სულს იფიცებენ, როგორია?
11:01 / 30-07-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი