გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!
გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!
ერთხელ პატარა თომას ედისონმა, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა:
"თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ, სახლში ამეცადინოთ".
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებული იყო, როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა:
"თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას, ამეცადინოთ სახლში".

ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა:
"თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით, გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია".
58949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
სოსო
0
სათაურში ედისონზე გონებრივად ჩამორჩენილად მოხსენიება,რამდენად უპრიანია?--ყველა ბავშვი ინდივიდუალურია,-ზოგს ვერ დააინტერესებ თემით,საგნით,რადგან 40 ბავშვს ერთნაირი მიდგომით უდგება მასწავლებელი..ბავშვი რომელიც არ სწავლობს ის გონებაჩლუნგი არ არის,-უბრალოდ ვერ დააინტერესა მასწავლებელმა..
16:51 / 27-01-2019
მარი
0
ეტყობა დედის წერილიც მან გამოგონა
14:36 / 22-10-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?