"დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის, ვიცი - ხვალ უკვე აღარ იქნება..."
"დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის,  ვიცი - ხვალ უკვე აღარ იქნება..."
"ხელები"

დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის,
ვიცი - ხვალ უკვე აღარ იქნება.
უსაყვარლესი დამჭკნარი ხელი
ჩემს ხელში რაღაც ცივად ინთქმება.

პატარა გოგო მძაფრ სევდას შველის -
ჩემი უფროსი შვილის ნაყოფი,
ხელში მიჭირავს მე მისი ხელიც -
უკვდავებისთვის უხვად სამყოფი.

მათი მშვენების სიმაღლე ქორის
უცივეს დროში საბნად მეხურა,
შეიფრთხიალებს ამ ორ ხელს შორის
ჩემი სიცოცხლის ჩიტი ბეღურა.

გია მურღულია
2150
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?