მხოლოდ მაშინ მიდიან მშობლის მოსანახულებლად, როცა რამე სჭირდებათ და რომელიმე საბუთზე მათი ხელმოწერაა საჭირო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც არსებობს მოხუცთა თავშესაფრები, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. მარტოხელები ოჯახის წევრებისგან გარიყულნი არიან, ან ზოგჯერ საკუთარი ნებით ტოვებენ სახლებს და ახლა ერთმანეთის იმედად დარჩენილები ავად თუ კარგად ატარებენ ცხოვრების ბოლო წლებს. მათი ყოველდღურობა ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვა გზით ცდილობენ თავი გაირთონ. მათ არ სურთ სხვებთან და საკუთარ თავებთანაც კი აღიარონ, რომ შვილებს არ ახსოვთ, რომლებიც მხოლოდ მაშინ მიდიან მშობლის მოსანახულებლად, როცა რამე სჭირდებათ და რომელიმე საბუთზე მათი ხელმოწერაა საჭირო... და როცა ამგვარი მიზეზით შეიძლება ახალგაზრდა მამაკაცმა ან ქალმა თავშესაფარში მცხოვრებ დედას ან მამას მიაკითხოს, გახარებულ ხანდაზმულს შეიძლება ეგონოს, რომ შვილს ის სულ ახსოვს, ან რომ მან მშობელს სახლში წასაყვანად მიაკითხა და ის შვილიშვილებთან, რძალთან და შვილთან ერთად შეეგებება რომელიმე დღესასწაულს, მაგრამ მალევე ხვდება, რომ შეცდა და სიხარულის ცრემლებს, სინანულის უცვლის. მშობელი ყველანაირად შეეცდება შვილის ვიზიტი რაღაცნაირად „გაზარდოს“ და პირმშო დაიმარტოხელოს. ესაუბროს ბევრი, ძალიან ბევრი და ამ საუბრით წარსულში ამოგზაუროს. მოკლედ, მშობელს სურს რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს შვილი თავისთან, მაგრამ მას ამის არც დრო აქვს, არც ნერვები და არც რაც მთავარია სურვილი...
არავის ვუსურვებ ასეთ სიბერეს...
ანა კალანდაძე