"გწერ და შენი გულისცემა მესმის, როცა ამ წერილს კითხულობ..." - ნანიკოს ბლოგი გწერ და შენი გულისცემა მესმის, როცა ამ წერილს კითხულობ. ალბათ გგონია, რაღაც ისე ვერ გააკეთე, რისთვისაც გისაყვედურებ. შენ ხომ ასე ნერვიულობ ყოველ ჩემს ზარზეც.
შენმა მასწავლებელმა დამირეკა ... (ალბათ ახლაც დაგიტრილადა ათასი აზრი...რატომ? )
მითხრა, რომ როცა საქმე ჩემამდე ინფორმაციის მოტანას ეხება, ყოველთვის განიცდი „დედა რას იტყვის“ . გინდა იცელქო, მაგრამ გგონია ამისთვის დაგსჯი...
ვერაფერი ვუპასუხე. წუთიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა ენა მოვიბრუნე და ვუთხარი, რომ მე მონსტრი დედა არ ვარ და არ გზღუდავ ურთიერთობებში. მერე მასწავლებელმაც მომიბოდიშა, არც მე მიფიქრია მსგავსი რამ, უბრალოდ ბავშვი ძალიან ემოციურად განიცდის შენს მიმართ ყველაფერსო...
შვილო, შენ ხომ იცი, რომ შენთან ერთად ვიზრდები, ვცხოვრობ და ვსუნთქავ.
როგორ შეიძლება გზღუდავდე მაშინ, რომ სრული თავისუფლება გაქვს. მე ხომ ფაქტობრივად ვერასდროს ვახერხებ შენთან ერთად ყოფნას.
ცხოვრებამ თავად დაგვიწესა მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელსაც მორჩილად მივსდევთ. ჩვენი ურთიერთობა საუზმით და ვახშმით შემოიფარგლება. დანარჩენ დროს მე სამსახურში, შენ სკოლაში, ან მარტო, სახლში ატარებ.
მე ვამაყობ შენით.
მინდა ეს იცოდე.
მოვა დრო, შენც გახდები მშობელი და მიხვდები, როგორ მტკივა ყოველი წუთი შენს გარეშე. როცა ახლოს ხარ, მაგრამ შენთვის არ ვარ. მე ამ დროს საქმეში ვარ ჩართული. მერე, თავს ვიმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი შენთვისაა, მაგრამ ვხედავ შენს ღრმა, სიკეთით სავსე თვალებში ჩამალულ სევდას „დედა , მოდი სახლში, მომენატრე“ ...
შენ იზრდები ცხოვრების სასტიკ რეალობაში - იზრდები ღირსეულად და ამ ყველაფერს შენით ახერხებ. შენ უკვე დიდი ხარ. ჩამოყალიბებული ადამიანი, რომლის აზროვნებისაც ბევრს შეშურდება.
რომ შემეძლოს ... რომ შემეძლოს ბედნიერი მყავდე ... რომ ვიცოდე ფორმულა, რაც ამ სისატიკეს დამამარცხებინებს... ალბათ მთებს დავძრავდი ... მაგრამ გულწრფელი ვარ შენთან, შვილო, და შენც კარგად იცი, რომ ასეთი ძლიერიც არ ვარ.
მრცხვენია ცრემლების, რომელიც ჩემს თვალებზე შეგინიშნავს. მრცხვენია სასოწარკვეთილების, რომლის დაძლევაშიც შენ დამეხმარე... გაკვირდები და ვფიქრობ, რომ შენ უფრო ძლიერი ხარ... განაგრძეთ კითხვა