”საღამოს დედაჩემი და მამაჩემი აეჭრნენ ამ კაცს. მამაჩემი უყვიროდა, შენ ვის შვილს აპროწიალებო... ” სოფო ბეგალაშვილს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, მისი მხიარული ამბებიდან ბანკეტის შესახებ (იხილეთ სტატია). ახლა ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა სკოლის პერიოდის ერთი მხიარული მომენტი გაიხსენა, რომელიც ასევე გაგახალისებთ:
”გიჟივით ვიცინი, ბავშვობა გამახსენდა. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, სულ მხვდებოდა უბანში სამი უსაქმური მეზობლის კაცი. ასე, დილიდან საღამომდე რომ დგანან ხოლმე, ყველა უბანს ჰყავს ასეთი ტიპები. მოკლედ, მოვდიოდი ხოლმე სკოლიდან და დამიწყებდნენ ვა, შენ გივის ბიჭი ხარ? (ვითომ არ იცოდნენ, რომ გოგო ვარ). მამაშენმა საპონი მოიპარა და დაიჭირეს... მოდი, მოსკოვი დაგანახო და ამითრევდნენ ყურებით... ერთი კილო ბამბა უფრო მძიმეა, თუ ერთი კილო რკინა...
აი, მე ვიზრდებოდი და ამათი ღლიცინი იგივე რჩებოდა. მიმდევრობაც კი უცვლელი იყო. ზეპირად ვიცოდი რის მერე, რას მეტყოდნენ.
გავიხედე და ხეივნის ბოძს ეყუდება ჩემი მეზობელი კაცი, უგონოო მთვრალი. გადამეკიდა, ეს პატარა ლამაზი გოგო უნდა ვაპროწიალოო. ვაიმე, ვფიქრობ, ახლა ეს მომაკვლევინა, რა პატარა, ამხელა მეხუთე კლასელი ქალი ვარ-მეთქი, ცის ტოლი მგონია თავი.
სანამ ფიქრი დავასრულე მეცა, ამიყვანა... ერთიი, ორიი და დაკარგა წონასწორობა, გაეშვა ხელი და გავფრინდი ჩემი ჩანთიანად. ისე დავენარცხე მიწაზე, ცალ-ცალკე ამაყენეს მეზობლის ქალებმა. მუხლებიდან, ხელებიდან, ნიკაპიდან მომდის სისხლი...
საღამოს დედაჩემი და მამაჩემი აეჭრნენ ამ კაცს. მამაჩემი უყვიროდა, შენ ვის შვილს აპროწიალებო... დედაჩემმა - მიკლავდი ამ ანგელოზივით ბავშვსო?...
მე იმ დღიდან ამ კაცს აღარ ვესალმებოდი პროტესტის ნიშნად. ძალიან მალე გავიგე, ცოლმა ბარგი ჩაულაგა და გააგდოო. იმერეთიდან იყო, ქარელში ჩასიძებული... ეგრე მოუხდება, ახლა მეძახოს ბავშვი... დიდი ხანი მეგონა, რომ ცოლმა ჩემი დაპროწიალება არ აპატია და ამიტომ გააგდო. იქნებ ასეც იყო”.