"მან ბევრი რამ მასწავლა... და უფრო მეტიც - თავისნაირი კეთილი და იმედიანი შვილიშვილი გაზარდა... ჩემი ქმარი" "...ამაოდ ელოდნენ მისი უსაზღვროდ კეთილი, ბავშვური თვალები მონატრებული შვილის ნახვას... დამჭკნარი ხელები - ჩახუტებას... იცოდა მოხუცმა, იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო... თუმცა კარისთვის თვალი არ მოუშორებია. იმედის ნაპერწკლები მაინც დახტოდნენ მილეულ, მაგრამ კეთილ თვალებში... უჭირდა მოხუცს ყოველი დღე... მისი თვალები კი მაინც უდიდეს სიყვარულს ასხივებდნენ ჩვენს დანახვაზე... ეტყობოდა, ენანებოდა... სიკვდილი კი არა, უჩვენობა ენანებოდა...
ბოლოს საუბარიც უჭირდა... თითქმის ვერაფერს ამბობდა... მხოლოდ გვიყურებდა და თვალებით გვეფერებოდა. ბოლო წუთებში კი, ალბათ მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ისევ დგვლოცა: ..."თქვენი კარგად ყოფნა მინდაო"...
მეტი არაფერი უთქვამს სპეტაკ მოხუცს... დახუჭა საბოლოოდ თავისი კეთილი თვალები და ბაგეზე თბილი ღიმილი დაადნა... ის ისეთი ტკბილი იყო და ისეთი იმედიანი... ყველას ისე გვიყვარდა მისი მადლიანი დალოცვა...
გული მტკივა... ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაზე ისეთი ტკბილი და მოსიყვარულე ადამიანი, როგორიც ის იყო... მან ბევრი რამ მასწავლა... და უფრო მეტიც - თავისნაირი კეთილი და იმედიანი შვილიშვილი გაზარდა... ჩემი ქმარი".
ნინო ჩიტაშვილი