ყველაზე კითხვადი
”სიცხიან ბავშვებს რომ ტოვებდნენ მშობლები და ტელეფონს რომ თიშავდნენ...” - ძიძის ყველაზე გულახდილი ჩანაწერების გაგრძელება
”სიცხიან ბავშვებს რომ ტოვებდნენ მშობლები და ტელეფონს რომ თიშავდნენ...” - ძიძის ყველაზე გულახდილი ჩანაწერების გაგრძელება
გაგრძელება. იხილეთ პირველი ნაწილი

როგორც უკვე იცით, ცოტა ხნის წინ ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაუგროვდა და უნდა, ჩვენს მკითხველებს - ქალებს, დედებს, ზოგადად მშობლებს გაანდოს. მისი ისტორია ერთი შეხედვით ძალიან ბანალური და იმავდროულად, მუდამ აქტუალური და საინტერესოა - როგორ წვალებით ასწავლიან მშობლები შვილს, აძლევენ უმაღლეს განათლებას, ის კი დაამთავრებს სწავლას და აღმოაჩენს, რომ ქვეყანაში მისი უმაღლესი განათლება არავის სჭირდება და თუ უნდა, გადარჩეს, პროფესიაზე კი არა, უბრალოდ საარსებო
ფულის შოვნაზე უნდა იფიქროს... თუ როგორი ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის,
რომელსაც შვილები ჰყავს და როგორ უწევს მას ბევრ დათმობაზე, დამცირებაზე წასვლაც კი, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის... ის, თუ როგორია სინამდვილეში ქართული კერძო ბაღების კულუარები და რის კეთება უწევთ ქართველ ძიძებს აქ თუ საზღვრებს გარეთ.... ერთი სიტყვით, წინ დიდად საინტერესო და რაც მთავარია, ნამდვილი და გულწრფელად აღწერილი ამბები გელით...


...ასე გადიოდა დღეები. მე-2, მე-3, ალიაქოთი, სამწუხაროდ, არ ცხრებოდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახალი მშობლები და, რა თქმა უნდა, ახალი ბავშვები.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე გითხარით, ბაღის საორგანიზაციო მხარე სერიოზულ გადახედვასა და კორექტირებას საჭიროებდა, არ შეიძლება არ ვთქვა ის, რაც მომწონდა ვფიქრობ, ამ ბაღის მთავარი კოზირი იყო. უმაღლეს დონეზე ჰქონდათ მოგვარებული ჰიგიენის საკითხი. ამ მხრივ მართლა ვერავინ ვერავის შეედავებოდა. ადმინისტრაცია ითხოვდა ბაღის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვას, რაც თავისთავად გულისხმობდა საპირფარეშოებისა და საბავშვო ქოთნების სისუფთავეს, ბავშვისთვის ხელების დაბანას, რა თქმა უნდა, ყოველი ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ასევე ეზოს, ნებისმიერი აქტივობის შემდეგ. საუბარი აღარ არის საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელის დაბანაზე. იდეალური სისუფთავე იყო სამზარეულოშიც, რაც, რა თქმა უნდა, ამ ბაღის დამლაგებლების და მზარეულის დამსახურება იყო. ასევე ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ ბავშვების კვების საკითხს. ამაზე ფული არ იზოგებოდა და ამ ამხრივ ყველაფერი იდეალურად იყო, ისე, ნებისმიერი დედა რომ ისურვებდა...

მომწონდა ასევე ის, რომ მიუხედავად ჩვენი ქაოტურობისა, გუნდი ისეთი შეიკრიბა, მომსახურე პერსონალი დიდი სითბოთი ეკიდებოდა თითოეულ აღსაზრდელს, მოფერება და ყურადღება არც ერთ ბავშვს არ აკლდა. არც ამ მხრივ უსაყვედურებდა ვინმე ვინმეს. რაც მართალია, მართალია. ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი ბაღის დადებითი და არცთუ უმნიშვნელო მხარე...
თუმცა მინუსი ჩემს ამ გამოცდილებას, სამწუხაროდ, უფრო მეტი ჰქონდა, რამაც საბოლოოდ დამატოვებინა ეს სამსახურში...

რასაკვირველია, ჩემს მონათხრობში ხშირად ვსაუბრობ ბაღის ხარვეზებზე, იმაზე, თუ რა ძნელი იყო იქ მუშაობა და მინდა ყურადღება გავამხვილო მშობლებზეც. როგორც უკვე მიხვდით, საკმაოდ პრეტენზიული მშობლები გვყავდა, მაგრამ პრეტენზიაც არის და პრეტენზიაც. როდესაც ბავშვი ბაღში მიგყავს, რაღაცნაირად ფეხი უნდა აუწყო იქაურ წესებსა და მოთხოვნებს. ჩვენი ადმინისტრაცია, მშობლის კომფორტიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ დათმობაზე მიდოდა. ბავშვის მოყვანისა და წაყვანის დროც კი თითქმის შეუზღუდავი იყო. ბავშვები მოჰყავდათ დილის რვა საათიდან შუადღის 2 საათამდე. ხომ წარმოგიდგენიათ, 2 საათზე უკვე სადილი იყო დიდი ჯგუფებისვის. პატარები უფრო ადრე სადილობდნენ. წარმოიდგინეთ, 2 საათზე იღება კარი, მშობელს შემოჰყავს ბავშვი და გეუბნება, ხომ არ დავაგვიანეთ... უი, მართლა არ გვისაუზმია და იქნებ, ფაფა აჭამოთო. ამ დროს მაგიდები გაშლილი და ბავშვები წვნიანს მიირთმევენ. მართლა არ მესმის, როგორ უნდა გყავდეს შუა დღის 2 საათამდე ბავშვი მშიერი. ვერ ვიგებ, და რა ვქნა?! ეს არ იყო იშვიათი შემთხვევები, ამას თითქმის ყოველდღიური სახე ჰქონდა.

აღარაფერს ვამბობ სურდოიანი ბავშვების მოყვანაზე. წარმოიდგინეთ, დგას შემოსასვლელში ექიმი და სინჯავს ბავშვს და ეუბნება მშობელს, ყელი აქვს წითელი და გირჩევთ სახლის პირობებში მიხედოთო. მშოებლი ამტკიცებს, რომ მის შვილს ყელი სულ წითელი აქვს, პრობლემა არ არის. ამ დროს იგივე მშობლები ითხოვენ ექიმს და მკაცრად გვაფრთხილებენ, ძალიან გთხოვთ, სურდოიანი ბავშვენი არ მიიღოთო. სურდოს კიდევ რა უჭირს, სიცხიან ბავშვებს რომ ტოვებდნენ მშობლები, ის უნდა გენახათ და ტელეფონებს რომ თიშავდნენ. ისიც ყოფილა, რომ მშობელს ბავშვის წაყვანა დავიწყებია. ასე რომ, მარტო ბაღში არსებული პრობლემები როდი გვიქმნიდა დისკომფორტს ბავშვებთან მუშაობის დროს, მთავარი დისკომფორტი მშობლებისგან მოდიოდა, რომლებიც გამუდმებით მოითხოვდნენ რაღაცებს და ამ დროს თავად ქმნიდნენ პრობლემებს.

არაერთი შემთხვევა მახსენდება და არ შემიძლია არ მოგიყვეთ. მოიყვანა მშობელმა ბავშვი, რომელსაც აშკარად სიცხე ჰქონდა. დედა ამტკიცებდა, გეჩვენებათ, გზაში ირბინა და იმიტომ არის ცხელიო. არ დაუჯერა ექიმმა. მოიტანა თერმომეტრი, გაუსინჯა ბავშვს სიცხე და არც მეტი, არც ნაკლები, 39 ქონდა. გავგიჟდით. ექიმი ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა დედა, რომ ბავშვი სახლში უნდა წაეყვენა, ექიმი გამოეძახებინა და მიეხედა. არა უშავს, ძალიან კარგად იტანს ჩემი შვილი სიცხეს, ნახეთ, როგორ კარგად დარბისო... გადავირიეთ, მაგრამ ხომ ვერ შევიმჩნევთ?! ექიმი უნდა გენახათ. მშობელთან კეტიგორიულად საუბრის უფლება არ ჰქონდა. მშვიდად უნდა აეხსნა მშობლისთვის ვითარება. მიხვდებოდით ალბათ, რომ მშვიდად ახსნას ამ შემთხვევაში აზრი არ ჰქონდა. გადავხედე ექიმს და აბსოლუტურად წითელი დგას, ვატყობ, რომ გულში ათამდე ითვლის, რათა სიმშვიდე შეინარჩუნოს (ასე შვრებოდა ხოლმე დაძაბული სიტუაციების დროს) და უხსნის, რომ თუ მისი შვილი სიცხეს ასე კარგად იტანს და დედა ბედნიერია, რომ ბავშვი ასე ენერგიულად დარბის წინ და უკან, იქნებ სხვისი შვილები ვერ იტანენ და მათი ხათრით წაიყვანოს ბავშვი სახლში. არ დამიჯერებთ, მაგრამ მშობლის საბოლოო გადაწვეტილების მიღებას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა. ბოლოს ძალიან უკმაყოფილომ წაიყვანა ბავშვი სახლში და თან დაგვემუქრა, თქვენს დირექტორს აუცილებლად დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევო. რის გარკვევას აპირებდა, ვერ მივხვდით. ამ შემთხვევის შემდეგაც რაიმე კომენტარის გეკეთებას ალბათ, აზრი არ აქვს, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია...

ყველაზე სახალისო კი ჩასვრილი ბავშვების მოყვანა იყო. დიახ, დიახ... დილის რვა საათზე მოჰყავთ ბავშვი, ჩასვრილი, სავსე საფენით და მშობელი ყოველ დილით ერთი და იგივე ფრაზას იმეორებს: უკაცრავად, გზაში მოგვივიდა ეს და სახლში მიბრუნებას აზრი აღარ ჰქონდაო. კი მაგრამ, შეიძლება ყოველ დილით განმეორდეს ასეთი შემთხვევა? მთელი ღამის სავსე საფენს და ახალგამოცვლილს მე მგონი, ნებისმიერი ქალბატონი განასხვავებს. იცით, რა მაინტერესებს, ნუთუ კერძო ბაღში ბავშვის მიყვანა ავტომატურად ნიშნავს ამ ბაღში მომუშავე ადამიანების უპატივცემულობას? თუ არა, მაშინ რა შეიძლება დავარქვათ ასეთი მშობლების საქციელს?!
ამ ყოველივეს შემდეგ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ყველა მშობელი ასე, რა თქმა უნდა, არ იქცეოდა. უმეტესობა ძალიან დიდ მოწიწებასა და პატივისცემას გამოხატავდა ჩვენ მიმართ და სწორედ ბავშვების სიყვარული და ამ მშობლების მადლიერების გრძნობა იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც თითქმის ერთი წელიწადი გამაძლებინა ბაღში. თუმცა, სამწუხაროდ, უკმაყოფილო, და მინდა დავაზუსტო, უსამართლოდ აღშფოთებული მშობელბის შემოტევა იმდენად ხშირი და დაუნდობელი გახლდათ ხოლმე, რომ ძალიან ხშირად თავი სასჯელაღსრულების კოლონიაში მეგონა...
გაგრძელება
25229
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (9)
16:42 / 10-09-2017
Xatia
Mec agmzrdeli var da bagshi gripiani da sicxiani bavshvis migheba avkrzale.iyo winaagmdegoba Mara mere sheeguen.tvalis wvetebs an sicxis damwev santels mogitanen ,tu sicxe auwevs gauketeo.normaluria?darwmunebuli var sajaro bagshi amdens ver gabedaven.tumca es kvelafer agar xdeba.tavidanve vafrtxileb mshobela rom wamlebis motana ar sheizleba.mshoblebma unda iswavlon agmzrdelis pativiscema..bavshvebze pasuxismgeblebi chven vart.tumca yvela mshobeli ertnairi araa.
12:57 / 06-09-2017
ნინო
ასეთი მშობლის პრობლემა ყველგანაა, საჯაროშიც და კერძოშიც-სამაგიეროდ ენები აქვთ გრძელი და მოთხოვნები... დედაჩემი საჯაროში მუშაობს-ერთხელ იყო შემხვევა სიცხე ქონია ბავშვს და ნუროფენით დაუგდო მშობელმა სიცხე და ისე მოიყვანა ბაღში, ნუროფენი რომ გამოვიდა ორგანიზმიდან კრუნჩხვაში ჩავარდა ბავშვი. წარმოიდგინეთ შეშინებული პედაგოგები და დანარჩენი ბავშვები. სასწრაფო გამოიძახეს. მერე გამოტყდა დედა რომ წინა ღამითაც ცუდად ყავდა შვილი, თან ეს დედა ისეთი იყო რომელიც არ მუშაობს და მეორე დღეს თავისუფლად შეეძლო ავადმყოფი შვილი სახლში დაეტოვებინა. რა უნდა მოკითხო ეგეთს... ჩემი აზრით ავადმყოფი ბავშვი არც კერძომ და არც საჯარომ არ უნდა მიიღოს ჯგუფში პირველ რიგში მათი და შემდეგ სხვა ბავშვების უსაფრთხოებისთვის... ერთ-ერთ კერძო ბაღში ვაპირებდი ჩემი გოგოს მიყვანას და რომ ვიკითხე სურდოენ ბავშვებზე რა ხდება-თქო ვღებულობთო, რატომ მეთქი და აბა დედამისი 350 ლარს იხდის და სახლში ხომ არ დაიბიც რომ ვიხდით იმათმა შვილებმა რა დააშავესთქო და ვეღარ ამოიღეს ხმა რავიცი ასეა ჩვენთანო. რეგულაციები ერთია მაგრამ ასეთი ელემენტარული საკითხი ჩემი აზრით აზროვნებიდან ,გაგებიდან მოდის. რა უნდა მოხდეს რომ სიცხიანი ჩემი შვილი ბაღში მივიყვანო, ბებოს ვერ ვანდე და 3 დღეა ბიულეტენი მაქვს გახსნილი სამსახურისთვის....
20:38 / 05-09-2017
mari
უფრო მეტიც, დედა არსად მუშაობს და 7 საათამდე შეგნებულად არ გაყავთ ბავშვები ბაღიდან, არადა მარტო რო რჩებიან პატარები ხშირად ტირიან, დედა ენატრებათ, არ ვიცი ახლანდელების პოზიცია და ვერ ვგებულობ,დაქალებთან ჭორაობ ას ცოტა მეტი დრო რომ დაუთმონ ბავშვებს არ იქნებიან ალბათ ასეთი აგრესიულები,როგორც ახლაა უმეტესობა, წივიან კივიან და აფუჭებენ ყველაფერს
15:55 / 05-09-2017
ვერა
ქარში გაოფლიანებული ბავშვების გაყვანაც მშობლის ბრალია?ერთეული შემთხვევა შეიძლება იყოს ეგეთი მაგრამ კერძო ბაღებში რომ არასათანადო ყურადღებას აქცევწნ ბავშვებს ეგეც ფაქტია.რომ დავრეკავდი ერთი და იგივე პასუხები ქონდათ.ერთხელ ბავშვს სიცხე ქონდა და ძიძას დავურეკე უნდა მეთქვა რომ ვერ მივიყვანდი და ჩემ შვილზე რომელიც სახლში მყავდა და რომლის სეხნიაც ჯგუფში არ იყო ვერმიშელი მიირთვა გემრიელადო მიპასუხა.ისიც კი არ იცოდა რომ ბავშვი არ იყო ჯგუფში.
15:23 / 05-09-2017
თიკო
ქალბატონო ქეთი თქვენ საკუთარ ბაღს რა ქვია? და გაქვთ თუ არა ადგილები ამ ეტაპზე? ჩვენ დავდიოდით ერთ ერთ კერძო ბაღში და წელს ადგილები აღარ დაგვხვდა ....
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
20.09.2017
"არც მიკითხავს, რა სჭირდა ამ მოხუც ქალს, რადგან, მას ჰქონდა ის უდიდესი, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში - სიყვარული!"
20.09.2017
მერე რა, თუ იავნანაში ცრემლსაც აქსოვს და ეს ხმა ტირილს უფრო ჰგავს... თუ ეშინია - რწმენა არ წაართვან, რჯული არ შეულახონ!
20.09.2017
”ასე მოვხვდი ძიძად უცხოელების ოჯახში და დაიწყო ჩემი და მათი გაოცების ეტაპები...”
12.09.2017
"ამჯერად ჩემს ოჯახს გაგაცნობთ და ჩემს ყველაზე უცნაურ, აზიატ ქმარს, თავისი ძალიან უცნაური ახირებებით"




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი