დაკრძალვის შემდეგ მაკა თბილისში აღარ ჩამოსულა... გასული საუკუნის 90-იანი წლები. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდი. 1992 წელს ერთდროულად სამ ფილმში იღებენ, მაგრამ გული ვერ დაუდო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახლა არ ''ეკინოება''. ერთ-ერთი გადაღება ბათუმში დაინიშნა. თბილისში 5 სექტემბერს დაბრუნდა და მეორე დღეს უკვე თბილისი დატოვა.
შუადღე რამდენიმე საათის გადასული იყო, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე საღამოს გავიდნენ პოზიციაზე და 7 სექტემბერსაც ბრძოლის ველზე ერთად არიან: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ''ლიმონკას'' გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ იმ დღეს სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი...
ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.
ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო- თეკლა ბატონიშვილის შტოდან. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა...
''გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''.
ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.
საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინდა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''... გაგრძელება