ჯუჯის მოსიყვარულე ოჯახი და საოცარი სიმდიდრე ჩარლზ შერვუდ სტრატონი დაიბადა 1838 წლის იანვარში კონეკტიკუში - ხის ხელოსნის და ალკოჰოლით დაავადებულთა ოჯახში. მაშინ არავინ იცოდა, რომ ის გახდებოდა ყველაზე ცნობილი ლილიპუტი მსოფლიო ისტორიაში. 4 წლის ჩარლის სიმაღლე 63 სმ. იყო, ხოლო წონა - 7 კგ.
ადვილი გამოსაცნობია, რომ ამ პატარა ბიჭუნამ მალე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და სარფიანი გარიგებების მთავარი მოქმედი პირიც გახდა...
ფინეას ბარნუმი მონადირე იყო. მან ლილიპუტი ქალაქ ბრიჯპორტში იპოვა. მამამ სიხარულით"მიაქირავა" ნიუ-იორკის მუზეუმს გამოსაცდელი ვადით. პირველ თვეს ჩარლზს და მამამისს უხდიდნენ 3 დოლარს, ასევე აძლევდნენ ცალკე ოთახს და საკვებს. მამა ძალიან კმაყოფილი იყო გამომუშავებული თანხით. მას აინტერესებდა, რა იქნებოდა შემდგომ.
როდესაც ბარნუმი ჩავიდა ნიუ-იორკში, ჩარლის გადაარქვა სახელი და დაარქვა "გენერალი", რადგან ჯგუფში უკვე ჰყავდა მეორე ჯუჯა - ჯეფრი ჰადსონი, რომელიც იყო "ლორდი". პუბლიკას უთხრეს, რომ გენერალი ტომ დიდი თითი (Tom Thumb) ჩამოვიდა ა.შ.შ.-ში ევროპიდან. ფინეას ბარნუმი არ იშურებდა თანხას, რათა შეესწავლებინა "გენერლისთვის" კარგი ქცევის მანერები, ეტიკეტის წესები, ცეკვა, სიმღერა და ასტრონიმიაც კი. "გენერალს" აცმევდნენ ძვირფას სამხედრო მუნდირს. სცენაზე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. პუბლიკას ტომი ძალიან უყვარდა.
მალევე ტომმა მონაწილეობა მიიღო ბარნუმის ცირკის ტურში ა.შ.შ-ში. ამის შემდეგ გასტროლები იყო ევროპაში, სადაც "გენერალი" გააცნეს თავად ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას, რათა გაემხიარულებინათ ბრიტანული პუბლიკა, 6 წლის ჩარლის ჩააცვეს ნაპოლეონ ბონაპარტის კოსტიუმი.
მალე ტომი დიდი თითი ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი გახდა. მას ჰყავდა მკერავების საკუთარი ბრიგადა. ნიუ-იორკის ცენტრში საკუთარი საცხოვრებელი და საკუთარი გემი. იმდენად პოპულარული იყო, რომ ერთხელ იმისთვის, რომ ბარნუმი გაკოტრებისგან დაეცვა, ტომმა ორგანიზება გაუკეთა სოლო გასტროლებს ევროპაში, სადაც გამოიმუშავა საკმარისი თანხა ბარნუმისთვის. გასტროლების დროს "გენერალი" მიიპატიჟა დედოფალმა ვიქტორიამ.
1863 წლის 10 თებერვალს ტომი დაქორწინდა ლავინია უორენზე - ახალგაზრდა მიმზიდველ გოგონა-ჯუჯაზე. ტომმა პირველივე დანახვისთანავე მთელი გულითა და სულით შეიყვარა ლავინია. მეჯვარეებიც ლილიპუტები იყვნენ ბარნუმის ჯგუფიდან.
ბანკეტზე "მეტროპოლიტენის" სასტუმროში მოვიდა 2000-მდე ადამიანი. ახალდაქორწინებულები იღებდნენ საჩუქრებს, ყვავილებს, როიალის თავსახურიდან უხდიდნენ ხალხს მადლობას. რამდენიმე დღეში ახალდაქორწინებულები აბრაამ ლინკოლნმა მიიპატიჟა თეთრ სახლში.
თაფლობის თვე გრანდიოზულ ტურნეში - ევროპასა და იაპონიაში გაატარეს. ტომმა, ლავინიამ და ბარნუმმა დიდი რაოდენობის თანხა იშოვეს. კომერციული წინსვლის გასამყარებლად ყოველ ახალ ქალაქში ჩასვლისას ბარნუმი "ქირაობდა" პატარა ბავშვს (ვითომ ლილიპუტს) და პუბლიკას აცნობდა, როგორც ლილიპუტების ოჯახის წევრს.
1881 წელს ლილიპუტების ოჯახმა იმოგზაურა უკანასკნელ ტურნეში. ტომი 40 წელზე მეტის იყოს და 70 სმ სიმაღლის. 1883 წელს, როდესაც ლავინია ბარნუმის ცირკთან ერთად წვიდა ტურში, ტომი 46 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ინსულტით. დაკრძალვას 10 000 ადამიანი ესწრებოდა...