რადიარდ კიპლინგის "ჯუნგლების წიგნი" სამართლიანადაა მიჩნეული მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად, ხოლო მაუგლი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო პერსონაჟია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ მოთხრობის უკან ნამდვილი ამბავი იმალება და ის ის საერთოდაც არ ჰგავს ზღაპარს.
ითვლება, რომ პირველი ბავშვი, რომელიც მგლებთან ერთად იზრდებოდა, გერმანიაში მე-14 საუკუნეში იპოვნეს. მაგრამ, ფაქტის დასადასტურებლად მხოლოდ მცირე მტკიცებულება არსებობს. ამიტომ, პირველი ბიჭი, რომელიც მაუგლის პროტოტიპადაა მიჩნეული, ინდოელი ბიჭი, დინ სანიჩარია.
1872 წელს მინსპურის მახლობლად ორმა მონადირემ ბიჭი იპოვა, რომელიც ხელებითა და ფეხებით დადიოდა და მგელს ბაძავდა. გარეგნულად 6 წლის ბავშვს ჰგავდა. გარკვეული დროის განმავლობაში მონადირეები ცდილობდნენ ბიჭი ცხოველს დაეშორებინათ, მაგრამ ეს რომ ვერ მოახერხეს, მგელი ბავშვის თვალწინ მოკლეს.
მონადირეებმა ბიჭი ბავშვთა სახლში წაიყვანეს, სადაც მისიონერებმა მონათლეს. მას დინ სანიჩარი დაარქვეს, რაც "შაბათს" ნიშნავს. ის სწორედ ამ დღეს წაიყვანეს ბავშვთა სახლში. თავდაპირველად დინს იქ გაუჭირდა, რადგან ითვლებოდა, რომ გონებრივი შეზღუდვა ჰქონდა, თუმცა დროდადრო მოულოდნელად ამჟღავნებდა უნარს ინტელექტუარი აზროვნების.
ამის მიუხედავად, დინმა ვერასდროს ისწავლა ლაპარაკი და წერა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოველებთან ურთიერთობა ერჩივნა. ადამიანებმა მოახერხეს და მას ორ ფეხზე სიარული და ტანსაცმლის ტარება ასწავლეს. ორ ფეხზე სიარული მოსწონდა, თუმცა ტანსაცმლის ჩაცმას ვერ იტანდა. არც ხორცს ჭამდა.
მოგვიანებით, ინდოეთში კვლავ იპოვეს ბავშვები, რომლებიც ჯუნგლებში იზრდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ იმ თავშესაფარში მიიყვანეს, სადაც სანიჩარი ცხოვრობდა. ისინი მალევე დამეგობრდნენ და ერთმანეთის შესანიშნავად ესმოდათ. ერთ-ერთი, რაც მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან ყველაზე კარგად აითვისეს, თამბაქოს მოწევა იყო. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მათი ნაადრევი გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი.
მე-20 საუკუნის განმავლობაში ასეთი ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აღმოაჩინეს, ამიტომ მეცნიერებიც დაინტერესდნენ ამ ფენომენით. დოქტორი ანა ლუდოვიკო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 5 წლამდე ასაკი. ამის შემდეგ სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია.
სავარაუდოდ, სანიჩარის ისტორია გახდა იმ წიგნის დაწერის წინაპირობა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ორი ათეული წლის შემდეგ გამოიცა. როგორც ხდება ხოლმე, რეალური ამბავი საერთოდაც არ ჰგავს ზღაპარს. დღესაც მაუგლის სინდრომი არც ისე იშვიათი შემთხვევაა.
თანამედროვე მაუგლი – ინდოეთში მაიმუნების გაზრდილი გოგონა იპოვეს