ბევრ ადამიანს არ შეუძლია აღიაროს ცხოვრებაში განცდილი ტკივილი და იმედგაცრუება. ხოლო, უფრო ცოტაა მზად იმისათვის, რომ არასასიამოვნო მოგონება საჯაროდ განიხილოს. მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა აღიარეს, რომ სხვადასხვა ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ და ამით ბიძგი მისცეს სხვებს, არ დაიდანაშაულონ საკუთარი თავი ძალადობის პროვოცირებაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, დაამარცხონ ტკივილი, იმედგაცრუება, ამხილონ მოძალადეები და განაგრძონ ცხოვრება.
90-იანი წლების სექს-სიმბოლოდ აღიარებული პამელა ანდერსონი არასდროს მალავდა საკუთარ მომხიბლავ სხეულს, მაცდურ ღიმილსა და მზერას. ყოველთვის თავდაჯერებული ქალის იმიჯი ჰქონდა და ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ის ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ასაკში საშინელი ძალადობის მსხვერპლი გახდა. რამდენიმე წლის წინ კანის ფესტივალზე ბავშვობის ისტორია გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ბევრჯერ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი. პირველი შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც ის 6 წლის იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსიყვარულე მშობლები მყავდა, უდარდელი ბავშვობა არ მქონია. 6 წლის ასაკში ძიძის მხრიდან გავხდი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. შემდეგ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის უფროსმა ძმამ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ნარდის თამაში ესწავლებინა. მოგების შემდეგ მასაჟი შემომთავაზა, რაც სექსში გადაიზარდა. ეს ჩემი პირველი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება იყო. მაშინ 12 წლის ვიყავი, ბიჭი კი 25-ის. მე-9 კლასში ვიყავი, როცა ჩემს ბოიფრენდს ძალიან სახალისოდ მოეჩვენა ჩემი გაუპატიურება თავის ექვს ძმაკაცთან ერთად... ძალიან რთული და კრიზისული დღეები მქონდა. სიკვდილი მინდოდა", - ამბობს ის.
მომღერალმა გაიხსენა, რომ 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლისთანავე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"პირველივე წელს, როდესაც ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად, ზურგზე დანა დამადეს, სახლის სახურავზე ამიყვანეს და გამაუპატიურეს... იმ პერიოდში ჩემს სახლში სამჯერ შემოიჭრნენ, არადა, ღირებული არაფერი მქონდა, რადიოს გარდა. ისიც პირველივე ჯერზე მოიპარეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანი ქალის ბავშვობას ბედნიერი არ შეიძლება ეწოდოს. ერთ-ერთ ლექციაზე მან გაიხსენა, რომ სკოლაში ხშირად სცემდნენ. აღნიშნა ისიც, რომ ეს ძირითადად შავკანიანი გოგონების მხრიდან ხდებოდა. მაგრამ, ეს ყველაზე ცუდი რამ არ არის, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა. 9 წლის ასაკში ბიძაშვილმა გააუპატიურა და გოგონას რომ არ ეტირა, ნაყინზე დაპატიჟა.
"ნაყინის მაღაზიაში რომ წამიყვანა, სისხლი ისევ ჩამომდიოდა ფეხზე", - იხსენებს ოპრა.
10-დან 14 წლის ასაკში კიდევ რამდენჯერმე გააუპატიურეს სხვა ნათესავებმა. მაშინ დედასთან ცხოვრობდა, თუმცა 14 წლის ასაკში გოგონა დაურსულდა და მამასთან გადავიდა საცხოვრებლად... მამამ ბიჭებთან ურთიერთობა და გვიანობამდე სეირნობა აუკრძალა. მთავარ პრიორიტეტად კი შვილის სათანადო განათლება დაისახა. მამამ არ იცოდა, რომ გოგონა მასთან გადასვლისას უკვე ორსულად იყო... ცოტა ხანში ოპრას შვილი ეყოლა, რომელიც დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. "ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩემთვის მეორე შანსი იქნებოდა ცხოვრების დასაწყებად",- ამბობს ოპრა.
უკვე ზრდასრულმა გადაწყვიტა, რომ ნათესავებთან ამ თემაზე ესაუბრა, თუმცა მათ არ მოუსმინეს და ტყუილის თქმაში დაადანაშაულეს.
2014 წელს კრივის ჩემპიონმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ მეტოქეს ბრძოლის დროს ყური მოაჭამა, ერთ-ერთ რადიოში განაცხადა, რომ 7 წლის ასაკში მასზე ასაკოვანმა კაცმა იძალადა. ეს შემთხვევითი ეპიზოდი იყო. ტაისონი იხსენებს, როგორ წაავლო უცნობმა მოხუცმა ქუჩაში ხელი და გააუპატიურა. ბიჭმა გაქცევა მოახერხა...
შეგახსენებთ, რომ თავად მაიკ ტაისონი 3 წელი ციხეში გაუპატიურების ბრალდებით იჯდა.
მახიობმა და რეჟისორმა პირველად ისაუბრა ინცესტსა და ოჯახურ ძალადობაზე მას შემდეგ, რაც 1999 წელს მისი სადებიუტო ნამუშევარი "ომის ზონა" გამოვიდა. თუმცა, მან ეს ფაქტი 2016 წელს გაახმაურა.
როთმა აღიარა, რომ მოძალადე ბაბუა ჰყავდა, რომელმაც არა მხოლოდ შვილიშვილი, არამედ საკუთარი შვილიც გააუპატიურა.
"მამაჩემიც ძალადობის მსხვერპლი იყო... როგორც მე... ოღონდ ჩემზე იძალადა მან, ვინც მამაჩემზე - ჩემმა ბაბუამ, საზიზღარმა მოძალადემ".
"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი საკუთარმა ბიძამ, რიჩარდ ჰეის სტოუნმა 5-დან 8 წლამდე ასაკში გააუპატიურა. გოგონა დუმდა, ეშინოდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა. სიმართლე 2002 წელს გაირკვა მაშინ, როცა ჰეისის 14 წლის მეზობელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ ისიც ტერის ბიძამ გააუპატიურა. ამის შემდეგ ქალმა საჯაროდ დაიწყო ფაქტზე საუბარი, ბიძის წინააღმდეგ ჩვენებაც მისცა და 12 წლით ციხეში ჩაასმევინა. ტერი ახლაც აქტიურად უჭერს მხარს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და მოუწოდებს, რომ დუმილი დაარღვიონ.
2014 წელს საზოგადოების აღშფოთება ლედი გაგას აღიარებამ გამოიწვია. მან თქვა, რომ 19 წლის ასაკში მასზე 20 წლით უფროსმა მუსიკალურმა პროდიუსერმა იძალადა. მომღერალი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა და მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა. 10 წლის შემდეგ კი მან სიმღერა "Till It Happens To You" დაწერა, რაც შემდეგ ფილმის „The Hunting Ground" საუნდტრეკი გახდა. ფილმის პრემიერაზე გაგამ აღიარა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო და შეძლო საკუთარ თავში ამ ეტაპის გადასალახად საჭირო ძალის პოვნა.
"1984 წლის ზაფხული ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ერთმა ზრდასრულმა მამაკაცმა ორჯერ გამაუპატიურა, ხოლო მეორე სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ძალადობის შემდეგ მორალური ტრავმა დამეძლია და ძალები აღმედგინა", - წერს მსახიობი თავის ესეში, რომელიც კიბერბულინგის წინააღმდეგ დაწერა.
ერთ-ერთი მოძალადე გოგონას ნათესავი იყო.
"ვერც კი მივხვდი, რომ ინცესტის მსხვერპლი გავხდი. დამაჯერეს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არასდროს ვწუწუნებდი. მაშინაც კი, როდესაც კვირობით მარტო მტოვებდნენ სახლში ან მოძალადე ნათესავებთან ერთად მაცხოვრებდნენ. გარდა ამისა, ჩვენს სახლში არასდროს გამოლეულა მარიხუანა", - წერს ის.