19 წლის ბიჭი 5 წლის ბავშვის გარეგნობით - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბლოგერის უცნაური ამბავი
მის ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად ავრცელებენ სოციალურ ქსელში და ასეთ კომენტარებსაც ნახავთ: "რა საყვარელი ბავშვია", "რა სასაცილო სახე აქვს"... და ა.შ. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს "ბავშვი" 19 წლის ბიჭია, ანომალიით, რომელმაც კომპლექსები გადალახა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბლოგერია. 
mshoblebi
ჰასბულა მაგომედოვი, რომელსაც უფრო ჰასბიკს ეძახიან, დაღესტანში, მახაჩკალაშია დაბადებული 2002 წლის 27 იანვარს. და იქვე საქმიანობს. მშობლებთან ცხოვრობს. ხმა, სიმაღლე, სახე და სიცილიც ბავშვური აქვს, თუმცა 19 წლისაა. ცოტა ხნის წინ დაიწყო ტიკ-ტოკზე ვიდეოების გადაღება და უზომოდ პოპულარული გახდა.
უკვე ქუჩაში სცნობენ და ფოტოების გადაღებას სთხოვენ. 
mshoblebi
თავად ამბობს, რომ ექიმებმა ვერ დაუსვეს დიაგნოზი და ვერ გაიგეს, რატომ შეჩერდა მისი ზრდა. თავად აპირებს, სწავლა გააგრძელოს და სასულიერო ცხოვრებას გაჰყვეს. 
mshoblebi
სპორტით არის გატაცებული და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო ასევე მეორე ბლოგერ ჯუჯასთან, ტაჯიკ მომღერალ აბდუროზიკთან ორთაბრძოლა იყო. ამ ორთაბრძოლას მილიონობით მომხმარებელი ადევნებდა თვალს. 
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
22942
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი