მის ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად ავრცელებენ სოციალურ ქსელში და ასეთ კომენტარებსაც ნახავთ: "რა საყვარელი ბავშვია", "რა სასაცილო სახე აქვს"... და ა.შ. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს "ბავშვი" 19 წლის ბიჭია, ანომალიით, რომელმაც კომპლექსები გადალახა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბლოგერია.
ჰასბულა მაგომედოვი, რომელსაც უფრო ჰასბიკს ეძახიან, დაღესტანში, მახაჩკალაშია დაბადებული 2002 წლის 27 იანვარს. და იქვე საქმიანობს. მშობლებთან ცხოვრობს. ხმა, სიმაღლე, სახე და სიცილიც ბავშვური აქვს, თუმცა 19 წლისაა. ცოტა ხნის წინ დაიწყო ტიკ-ტოკზე ვიდეოების გადაღება და უზომოდ პოპულარული გახდა. უკვე ქუჩაში სცნობენ და ფოტოების გადაღებას სთხოვენ.
თავად ამბობს, რომ ექიმებმა ვერ დაუსვეს დიაგნოზი და ვერ გაიგეს, რატომ შეჩერდა მისი ზრდა. თავად აპირებს, სწავლა გააგრძელოს და სასულიერო ცხოვრებას გაჰყვეს.
სპორტით არის გატაცებული და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო ასევე მეორე ბლოგერ ჯუჯასთან, ტაჯიკ მომღერალ აბდუროზიკთან ორთაბრძოლა იყო. ამ ორთაბრძოლას მილიონობით მომხმარებელი ადევნებდა თვალს.