ყველა მშობელი აკეთებს მაქსიმალურს, თავისი შვილი უსიამოვნებებისგან, ტკივილისა და ავადმყოფობისგან რომ დაიცვას. სამწუხაროდ, უამრავი ბავშვი იბადება თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით, რაც ხშირად არ ექვემდებარება მკურნალობას. ხოლო თუ ექვემდებარება, უამრავი უსიამოვნება ახლავს თან და ბავშვისთვის ძნელი ასატანია.
ბავშვობაში ყველა ოცნებობდა, რომ მალე გაზრდილიყო, საბავშვო ბაღის შემდეგ სკოლა მალე დაემთავრებინა, ან მანქანა ეყიდა, ან უმაღლესში ჩაებარებინა, ან მუშაობა დაეწყო. საბედნიეროდ, უმეტესობისთვის ჩამონათვალი ბედნიერად განხორციელდა, მაგრამ არის გამონაკლისებიც.
უჩვეულო პათოლოგიების გამო ზოგიერთი ბავშვის ორგანიზმი უსწრაფესად ვითარდება და რამდენიმე წელში ბავშვი ეჯახება ისეთ პრობლემებს, რასაც უფროსიც კი რთულად უმკლავდება. დღეს მოგიყვებით იმ პატარებზე, ვისი ბავშვობაც ძალიან მალე დასრულდა.
ემი 2 წლის იყო, როცა მკერდი გაეზარდა. დედამ შეამჩნია, რომ გოგონას ოფლის სუნი და სახეზე ფერიმჭამელები გაუჩნდა, როგორც თინეიჯერობის ასაკში. ცოტა ხანში სხეული თმით დაეფარა და 3 წლისას ჰორმონების რაოდენობა ფეხმძიმე ქალივით ჰქონდა. ცოტა ხანში კი ემი დოვერს მენსტრუაცია დაეწყო...
5 წლის იყო გოგონა, როცა ექიმებმა საბოლოო და უტყუარი დიაგნოზი დაუსვეს - ადისონის დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვალი ზიანდება. დედის თქმით, ემი ხვდება, რომ თანატოლებისგან გამოირჩევა და უჭირს იმ ცვლილებებთან გამკლავება, რასაც მოზრდილი გოგონები წლების განმავლობაში ეგუებიან. ემი თანატოლების დასაცინი გახდა, რამაც პატარას განცდები მოუმატა.
ცოტა ხნის წინ ემის ძვირად ღირებული ჰორმონალური მკურნალობა დასჭირდა და ხელოვნური მენოპაუზა დაუდგა. ეს გადაწყვეტილება ექიმებმა იმისთვის მიიღეს, რომ არ გამოელიოს კვერცხუჯრედების რაოდენობა იმ მომენტისთვის, როცა შვილის გაჩენას დააპირებს. გოგონამ გამოიარა ყველა ის უსიამოვნო სიმპტომი, რასაც 50 წლის ქალი განიცდის კლიმაქსის პერიოდში.
12 წლისამ წონის დაკლება გადაწყვიტა და დედის რჩევით, რომელმაც არ იცოდა, რომ მის ქალიშვილს ციკლი შეუწყდა, დიეტოლოგს მიმართა. დიეტოლოგმა გინეკოლოგთან გადაამისამართა, სადაც გაირკვა, რომ ამანდას კვერცხუჯრედები აღარ ფუნქციონირებდნენ. "იმ დროს, როცა ჩემი თანატოლები სქესობრივ მომწიფებას და ცხოვრებით ტკბობას განაგრძობდნენ, მე სიბერეს შევეჩეხე. 11 წლის ასაკში თავს ხანშიშესულ ადამიანად ვგრძნობ".
გოგონას დაუნიშნეს ჰორმონალური მკურნალობა და შეაგუეს იმ ფაქტს, რომ შვილი აღარ ეყოლება, რადგან მისმა კვერცხუჯრედებმა მუშაობა შეწყვიტეს. ასე იცხოვრა ამანდამ 28 წლამდე, შემდეგ გაიცნო ტომი, რომელმაც ხელოვნური გზით დაფეხმძიმება შესთავაზა და ახლა ამანდა 5 თვის ფეხმძიმეა.