2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია და ის პირველად გახდა ქალი, სალომე ზურაბიშვილი...
საზოგადოებამ არ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ეს მშვენიერი ქალი, „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტი 30 წლის თამო რიჟამაძეა. პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დაცვის რიგებში თავისივე სქესის ადამიანი. თამუნა რიჟამაძეს შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.
ქალი წარმოშობით ქუთაისიდან არის. პროფესიით ინგლისურის სპეციალისტმა, მაგისტრატურა პიარის კუთხით გაიარა და ახლა იურიდიულზე სწავლობს. თამუნას ცხოვრებაში იყო რამდენიმე სილამაზის კონკურსი, ის ერთ-ერთ წელს „მის საქართველოს“ კონკურსანტიც იყო. თამუნას მეგობარი ამბობს, რომ სტუდენტობის დროს ის მუდმივად ვარჯიშობდა, ოცნებობდა სამხედრო განათლებაზე და დაცვის პოლიციაში მუშაობაზე.