სიამის ტყუპი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებით ცხოვრობს - გოგონები დადიან პაემანზე, აქტიურობენ სოციალურ ქსელში და მეგობრებთან ერთობიან. ამავე დროს, საერთო სხეულის მიუხედავად, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
სიამის ტყუპის განცალკევებას ექიმები ზოგჯერ ახერხებენ, უფრო ხშირად კი ტყუპს მთელი სიცოცხლის ერთ სხეულში გატარება უწევს. ისინი იძულებულნი არიან ბევრ დისკომფორტს შეეგუონ და მთელი სიცოცხლე აიტანონ ხალხის ცნობისმოყვარე და სეირისმაყურებელი მზერა.
სიამის ტყუპი კარმენ და ლუპიტა ანდრადეები კი მზად არიან ყველა ცნობისმოყვარეს უპასუხონ მათი ცხოვრების წესის შესახებ კითხვებზე და სოციალურ ქსელშიც თამამად აქვეყნებენ თავიანთ ამბებს. 21 წლის დები დაუზარებლად პასუხობენ ინტერნეტმომხმარებელთა შეკითხვებს, მათ შორის ყველაზე უტაქტოებსაც.
ამბობენ, რომ ერთმანეთის აზრების კითხვა არ შეუძლიათ. თითოეულს თავისი სურვილები და ინტერესები აქვს, მეგობრები ამბობენ, რომ დებს საკმაოდ განსხვავებული ხასიათიც აქვთ. მეტიც, კარმენი კარგად სწავლობს და დის მაგივრადაც წერს დავალებებს, ლუპიტას კი სწავლა-განათლება დიდად არ იზიდავს.
შეგრძნებებიც განსხვავებულია - თოთოეული მხოლოდ თავის ნახევრს შეიგრძნობს. მაგალითად, ლუპეტამ რომ ცხვირზე პირსინგი გაიკეთა, მის დას საერთოდ არაფერი უგრძვნია. ბიჭების მიმართაც განსხვავებული გემოვნება აქვთ, ამიტომ „ქრაშებში“ არასოდეს შესცილებიან ერთმანეთს. ლუპიტა ამბობს, რომ დის შერჩეული ბიჭები საერთოდ არ მოსწონს და არ ესმის, რა ნახა კარმენმა მათში.
შარშან დებმა ტელეშოუში მიიღეს მონაწილეობა და საჯაროდ თქვეს უარი განცალკევებაზე. მიზიეზი, რისკი იყო, რასაც შეიძლება გართულებები და რომელიმე მათგანის სიკვდილიც გამოეწვია.
გოგონებს ზოგიერთი შინაგანი ორგანო თავ-თავისი აქვთ: გული, ფილტვები და კუჭი, თუმცა ღვიძლი, გულსისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემები ერთია.
როგორც ხედავთ, ტყუპს მხოლოდ ერთი წყვილი ფეხი აქვს, აქედან მარჯვენას კარმენი მართავს, მარცხენას - ლუპიტა. სინქრონულად რომ ემოძრავათ, გოგონებმა სპეციალური ფიზიოთერაპიული კურსი გაიარეს და ერთად ისწავლეს სიარული.
ექიმები მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ ტყუპი 3 წელზე მეტს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ იღბალმა და მშობლებისა თუ გოგონების შეუპოვრობამ ისინი ფეხზე დააყენა. დღეს ყველას უმტკიცებენ, რომ ერთ სხეულში ორი ადამიანის ცხოვრება შესაძლებელია.
მათ მართვის მოწმობაც კი აიღეს და მშვენივრად ატარებებენ ავტომობილს. ტარება მამამ ასწავლათ, რომლის დაჟინებული ბრძოლის შედეგად ოჯახი მექსიკიდან აშშ-ში გადაბარგდა.