დაკარგული ბავშვობა: 8 დრამატული ისტორია, როცა მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილების საშუალებით მიეღწიათ დიდებისა და პოპულარობისთვის
დაკარგული ბავშვობა: 8 დრამატული ისტორია, როცა მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილების საშუალებით მიეღწიათ დიდებისა და პოპულარობისთვის
ყველაზე ხშირად ის მშობლები აზიანებენ ბავშვებს, რომლებსაც ბავშვობის აუსრულებელი ოცნება, ვერგანხორციელებული გეგმები აქვთ და შვილებს მათ ასასრულებლად იყენებენ. მათი სურვილი, გახდნენ ცნობილები, იმდენად დიდია, რომ ხშირად ვერც აცნობიერებენ, რომ საკუთარი შვილების მომავალს ანადგურებენ. ეს ისტორიები ამის ნათელი მაგალითია:

ევა იონესკო

mshoblebi

ევას დედა, ირინა იონესკო, პროფესიით ფოტოგრაფი იყო, ხოლო მისი საყვარელი მოდელი - მისივე ქალიშვილი. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ ქალი ნახევრად-შიშველ ბავშვს უღებდა ფოტოებს და მერე სხვადასხვა გამოცემისთვის ყიდდა. 11 წლის ასაკში გოგონა უკვე პოზირებდა ჟურნალ Playboy-სთვის და ეროტიკულ ფილმებშიც
კი იღებდა მონაწილეობას. მალე ირინას მშობლობის უფლება ჩამოერთვა და აეკრძალა ბავშვთან კამერით მიახლოება. თუმცა, ქალმა ფარულად მაინც განაგრძო ფოტოების გადაღება.
მოგვიანებით ევამ ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი პატარა პრინცესა" დაწერა და რამდენჯერმე უჩივლა კიდეც დედას სასამართლოში, თუმცა ამას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.
იხილეთ სრულად ეს ამბავი - გოგონა, რომელსაც დედამ ბავშვობა დაუმახინჯა და მცირეწლოვან სექს-მოდელად აქცია - ევა იონესკოს ნამდვილი ამბავი


ბორნ ანდრესენი

mshoblebi

ბორნის დედას მშობლობის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. მალე გარდაიცვალა კიდეც. ამიტომ, მას ბებია ზრდიდა, რომელიც ოცნებობდა, რომ შვილიშვილი ვარსკვლავი გამხდარიყო. მისი ძალისხმევით ახალგაზრდა ბიჭმა მიიღო როლი ფილმში "სიკვდილი ვენეციაში". მისი გმირი ზრდასრული მწერლის ვნების ობიექტი იყო.
სურათმა ბიჭს პოპულარობა მოუტანა, თუმცა ასევე გააჩინა უამრავი შეკითხვა მის
ორიენტაციასთან დაკავშირებით. კინორეჟისორმა ბორნი გეიკლუბში წაიყვანა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მან ბიჭებთან დაიწყო შეხვედრები. თუმცა, მოგვიანებით, ეს ინანა. ახალგაზრდამ ყველაფერი მიატოვა, დაუბრუნდა მუსიკას, დაქორწინდა და მას შემდეგ, სულ ცდილობს წარსული დაივიწყოს.

ფუნ პოუპოუ

mshoblebi

გასული საუკუნის 50-იან წლებში გოგონამ 10 წლის ასაკში 80-160 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ზუსტი რიცხვი თავადაც არ ახსოვს, თუმცა ამას მამინაცვალი გამდიდრების მიზნით აკეთებინებდა. ხშირად ერთდროულად 3 ფილმში თამაშობდა და ძალიან იღლებოდა. 18 წლის ასაკში გოგონა ლონდონში გაიქცა და დიზაინის მიმართულებით დაიწყო სწავლა. მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ კინოინდუსტრიაში დაბრუნდა. ბავშვობის საქმიანობის გადახედვა კი დღემდე არ უყვარს.

ტილან ლუბრი ბონდო

mshoblebi

გოგონას ტელეწამყვანი და ფეხბურთელი მშობლები ჰყავდა. მათ შვილისთვის სამოდელო კარიერის შექმნა, ფაქტობრივად, აკვნიდან დაიწყეს. ათი წლის ასაკში მან ჟურნალ Vogue-ის ხმაურიან გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა. საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა ბავშვის სხეულის ამგვარ ექსპლუატაციას. თუმცა, დედა ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. მოგვიანებით კი მისი პროფილი სოციალური ქსელიდან წაშალა.
იხილეთ მეტი ტილანზე - დარჩება თუ არა სამოდელო სფეროში მსოფლიოს ულამაზეს ბავშვად აღიარებული გოგონა, რომელიც უკვე 19 წლისაა

რიჩარდ სანდრაკი

mshoblebi

რიჩარდი უკრაინაში დაიბადა, მაგრამ როდესაც 2 წლის გახდა, მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მამამისი საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონი იყო და ოცნებობდა, ბიჭიც მის გზას გაჰყოლოდა. ამიტომაც, ბავშვს მუდმივად აიძულებდა, ევარჯიშნა, ეკვება სწორად, არ აძლევდა ქუჩაში სეირნობისა და მეგობრებთან ერთად თამაშის უფლებას. უკვე 8 წლის ასაკში ყველაზე ძლიერ ბიჭად ითვლებოდა მსოფლიოში. მას "პატარა ჰერკულესიც" კი დაარქვეს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ რიჩარდის მამა ცოლის ცემის გამო 3 წლით ციხეში ჩასვეს, ხოლო ბიჭმა უარი თქვა ვარჯიშის გაგრძელებაზე.
ახლა სანდრაკი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ბავშვობაში, თუმცა მუცელზე პრესის კუბები მაინც ეტყობა. აღიარებისა და დიდების პერიოდს არ ნანობს, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ სურს. სხვათა შორის, მას მამასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

ლინდსი ლოჰანი

mshoblebi

ლინდსიმ სამოდელო კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო, 11 წლის ასაკში კი ფილმში "მახე მშობლებისთვის" მთავარ როლს ასრულებდა. გოგონას ნიჭი დაუფასდა და საქმე არასდროს გამოლევია. მაგრამ, შემდეგ რაღაც არასწორად წავიდა. მსახიობმა თავისუფალი ცხოვრება დაიწყო, ეწეოდა, იყენებდა ალკოჰოლს და გამუდმებით სკანდალში ეხვეოდა. დღემდე მისი სახელი ჭორებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მას არა ახალი როლები, არამედ ეპატაჟური გამოსვლები მოსწონს.

მაკოლეი კალკინი

mshoblebi

პატარა მაკოლეი კალკინს ყველა შანსი ჰქონდა, რომ ზრდასრულობაშიც ძალიან წარმატებული კარიერა შეექმნა. მაგრამ, ფილმების "მარტო სახლში" და "მდიდარი რიჩი" გამოსვლის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მეტი ფული ეშოვათ და ბავშვისთვის ჰონორარი კიდევ უფრო უნდა გაეზარდათ. ბიჭის მშობლები ერთმანეთთანაც კი ვერ თანხმდებოდნენ ამ საკითხზე, რასაც განქორწინება მოჰყვა. შედეგად, რეჟისორებმა კალკინისთვის როლების შეთავაზება შეწყვიტეს. უფრო მეტიც, ბიჭი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული, 17 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი წლის შემდეგ განქორწინდა. 2012 წელს მსახიობმა მილა კუნისთან დაშორების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის გოგონას 9 წლის განმავლობაში ხვდებოდა.

ალანა ტომპსონი (საყვარელი ბუბუ)

mshoblebi

ალანას დედის სურვილმა, გამხდარიყო ძალიან ცნობილი და მდიდარი, გამოიწვია ის, რომ ბავშვი 6 წლის ასაკიდან სილამაზის აბსოლუტურად ყველა კონკურსში გააგზავნა. მალე ოჯახი რეალითი-შოუში "აი, საყვარელი ბუბუც!" მიიწვიეს. ამ პროექტში ვარსკვლავები კი არა, უბრალო ადამიანები მონაწილეობდნენ. ალკოჰოლური სასმელები, უკონტროლო კვება, არარსებული რეჟიმი... იმისათვის, რომ გოგონა უფრო ფხიზლად გამოჩენილიყო, დედა ენერგეტიკულ სასმელს ასმევდა და სწრაფი კვების საჭმლით კვებავდა. შოუ დაიხურა მას შემდეგ, რაც ბავშვის დედამ დაიწყო ცხოვრება მამაკაცთან, რომელიც ციხეში უფროსი ქალიშვილის გაუპატიურების ბრალდებით იჯდა.
"საყვარელი ბუბუ" დღემდე ებრძვის ჭარბ წონას. დედა კი არაფერს ნანობს, გასამართლებლად ამბობს, რომ მას შეეძლო გოგონასთვის ალკოჰოლი მიეცა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

10581
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი