არისტოკრატი, რომელიც ვერ იტანს ფუფუნებას და საქმიანობა, რომელიც სკოლაში ბულინგის ასაცილებლად წამოიწყო - ამბები პიერ რიშარის ცხოვრებიდან
არისტოკრატი, რომელიც ვერ იტანს ფუფუნებას და საქმიანობა, რომელიც სკოლაში ბულინგის ასაცილებლად წამოიწყო - ამბები პიერ რიშარის ცხოვრებიდან
რამდენიმე დღის წინ ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე მისმა ბევრმა კოლეგამ და მეგობარმა დასდო პატივი ბელმონდოს, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება პიერ რიშარის გამოჩენას მოჰყვა. 87 წლის მსახიობი საკმაოდ შეცვლილი ეჩვენა ყველას.
mshoblebi

პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფაისი (ეს მისი სრული სახელი და გვარია) 1934 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ველანსენში, საფრანგეთში. მამამისი იმ დროისთვის საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო - საფეიქრო მრეწველობაში იყო ჩართული. თუმცა ახალგაზრდობიდან იყო გატაცებული ლამაზი ქალებით და ცხენების რბოლით, მრავალმილიონიანი ქონება გაფლანგა და ცოლ-შვილი
მამის, პიერის არისტოკრატი ბაბუის მამულში გაგზავნა, საფრანგეთის ჩრდილოეთით.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო პიერი, როცა მშობლები საბოლოოდ გაიყარნენ. პიერი სკოლა-პანსიონში მიიყვანეს და ან იქ ატარებდა დროს, ან ბაბუასთან. ფაქტობრივად, უდედმაოდ იზრდებოდა. 
mshoblebi
პანსიონში ძირითადად მაღაროელებისა და გლეხების შვილები სწავლობდნენ. პიერი იქ ერთადერთი არისტოკრატი იყო, რომელიც ორშაბათობით ლიმუზინით მიჰყავდათ სკოლაში. 5 დღე პანსიონში ცხოვრობდა, სწორედ იმ ღარიბ ბავშვებთან. ისინი არისტოკრატი ბიჭუნასგან შორს იჭერდნენ თავს. მათი კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა და თავი განკვეთილად არ ეგრძნო, პიერმა ოხუნჯობა დაიწყო, ნიღაბს გაიკეთებდა და კლოუნივით იქცეოდა. მაშინ მიიღო სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი - თუ ახერხებ მათ გაცინებას და შენზე იცინიან, ესე იგი, არ შეგიძულებენ და არ გცემენ.

მასწავლებლები გამუდმებით ეჩხუბებოდნენ უჩვეულო ქცევების გამო, ახსენებდნენ
კეთილშობილ წარმომავლობას. თუმცა თავად იხსენებს, რომ შინაგანად ორი პიროვნება ებრძოდა ერთმანეთს - არისტოკრატი და ჩვეულებრივი ადამიანი. დედის მხრიდან ბაბუა მეზღვაური იყო და მხოლოდ მას ესმოდა პიერის, მის მსახიობურ ნიჭსაც ის აფასებდა.
თანატოლებთან პიერი მხოლოდ სკოლაში ურთიერთობდა, სახლში კი სულ მარტო იყო, გარეთ არ უშვებდნენ. ისევ მსახიობობით ირთობდა თავს და ცნობილ მსახიობებს აჯავრებდა. 

12 წლის იყო, როცა ბაბუა გარდაეცვალა. სიკვდილის წინ მან თქვა, რომ პიერი ერთადერთი იქნებოდა გვარში, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევდა.

18 წლისამ უკვე ზუსტად იცოდა, რომ თეატრალური მიმართულებით ისწავლიდა. თუმცა მამა ეწინააღმდეგებოდა, მას სურდა, შვილს მისი საქმე გაეგრძელებინა. პიერი სახლიდან გაიქცა და გაწყვიტა კავშირი მშობლებთან.

პარიზში სამსახიობო ოსტატობას სურდა დაუფლებოდა, თუმცა არ მიიღეს, "არასამსახიობო გარეგნობის" გამო. არ დანებდა და შარლ დიულენის დრამატულ კურსებზე ჩაეწერა. შემდეგ წლები მუშაობდა კაბარეებში, მიუზიკ-ჰოლებში, ესტრადაზე.
პირველი სერიოზული როლი მხოლოდ 33 წლისამ მიიღო. ნამდვილი აღიარება და წარმატება კი მოუტანა ფრანსის ვებერის 1976 წლის ფილმმა "სათამაშო". 
mshoblebi

კარიერის განმავლობაში უამრავი საინტერესო და სახალისო როლი შეასრულა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მის ნამუშევრებს შორის არის ორი პროექტი ქართველ რეჟისორთან - ნანა ჯორჯაძესთან. "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" და სულ ახლახან, 2021 წელს გადაღებული "კურდღლის თათი".
mshoblebi

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პიერს არ უყვარს ამაზე საუბარი. ცნობილია, რომ ბევრი წელი იყო დაქორწინებული და სამაგალითო მამა და ქმარი გახლდათ.
mshoblebi
მისი ცოლი იყო ბალერინა დანიელ მინაცოლი, რომელმაც ორი ვაჟი გაუჩინა - ოლივიე, რომელიც ახლა საქსოფონისტია და კრისტოფი, რომელიც კონტრაბასისტი გახდა. 
mshoblebi
ვაჟებთან და შვილიშვილთან ერთად

შემდეგ მიაწერდნენ რომანებს სხვადასხვა ქალთან, თუმცა ბოლოს ძალიან ბევრი წელია ბრაზილიელ მოდელ სეილა ლასერდასთან ერთად, რომელიც მასზე 25 წლით არის უმცროსი. სეილამ ისე გაიცნო და შეიყვარა, არც იცოდა, ვინ იყო - ბრაზილიაში ევროპულ კინოს დიდად არ იცნობდნენ. თუმცა ენობრივი ბარიერი ძალიან უშლიდათ ხელს, არც ერთმა არ იცოდა ერთმანეთის ენა. ხანგრძლივი რომანის შემდეგ სეილა დაშორდა თავის ქმარს და პიერთან ჩავიდა საფრანგეთში.
mshoblebi

მსახიობი ამბობს, რომ ზარმაცია და ეს უშლის ხელს ბევრ რამეში. გარდა მსახიობობისა, გატაცებულია მეღვინეობით. საფრანგეთში მამული აქვს, ვენახებით და რუდუნებით უვლის. 
არ უყვარს ფუფუნება, ახალი ტანსაცმელი, გაცვეთილი სამოსის და ფეხსაცმლის ტარება ურჩევნია. სამაგიეროდ, უყვარს მოგზაურობა, თევზაობა, ჩოგბურთი და მანქანებით რბოლა. ძალიან დიდხანს პარიზის ქუჩებში მოტოციკლით დადიოდა.
mshoblebi
mshoblebi
18347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
შალვა
0
ჩემი კუმირია. პირველად რომ ვნახე სათამაშო მას მერე აღფრთოვანებული ვარ. უდიდესი მსახიობია, თითოეულ როლში სული და გული აქვს ჩადებული.
15:02 / 23-09-2021
ჯ.ს. -ს
32
შვილის ტოლს რო ცოლად მოიყვან წესიერებაა?
08:12 / 14-09-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი