დენის რიჩარდსი, იგივე „ჯეიმს ბონდის გოგონა“, რომელსაც ბევერლი ჰილზის დიასახლისსაც ეძახიან, საკუთარი ქალიშვილისთვის ნამდვილ ტვირთად იქცა. 17 წლის გოგონამ ვერ აიტანა დედის ცხოვრების წესი, რომელიც მასზეც ახდენდა გავლენას და საჯაროდ გამოცხადა, რომ მის გვერდით ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
დენის რიჩარდს უფროსი ქალიშვილი მსახიობ ჩარლი შინთან ქორწინების შემდეგ ეყოლა. მოგვიანებით დენისი ჩარლის 2 ვაჟის ოფიციალური მეურვეც გახდა, რომელიც კაცს სხვა ქორწინებიდან ჰყავდა. ტყუპი ბობი და მაქსი თავიდან კარგად ეწყობოდნენ დედობილს, მაგრამ შემდეგ დენისს და მის ქალიშვილებს ცხოვრება წამებად უქციეს: ბიჭები იშვიათი სიცელქით და მავნებლობით გამოირჩეოდნენ, აწვალებდნენ შინაურ ცხოველებს, აბულინგებდნენ თანატოლებს და გამუდმებით ავიწროვებდნენ დებს - სემს, ელოიზს და ლოლას.
დენისმა ჩარლთან ურთიერთობას ხაზი გადაუსვა და ნუგეში გიტარისტ რიჩი სამბორასთან ჰპოვა. შემდეგ სრულიად სხვა კაცზე, აარონ ფაიფერსზე გათხოვდა და ყველამ იფიქრა, რომ მის პირად ცხოვრებას საშველი დაადგა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მან ქმარს ამჯერად ქალთან, ერთ-ერთ ფოტომოდელთან უღალატა. დენისი ქალს არწმუნებდა, რომ ქმართან თავისუფალი ქორწინება ჰქონდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. დიდი სკანდალი გადაიტანეს, თუმცა საბოლოოდ დენისმა ქმარიც შეინარჩუნდა საყვარელიც, სამაგიეროდ საზოგადოებისგან ბევრი კრიტიკა და დამცირება მიიღო. ბევრი ინტერნეტმომხმარებელი წერდა, რომ მისი უფროსი ქალიშვილისთვის, სემისთვის, საშინელება იყო დედისგან ასეთი მაგალითის ხილვა.
ასეც მოხდა. სემმა ვოდეოჩანაწერების სერია გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი ცხოვრება დედისა და მამინაცვლის გვერდით, ჯოჯოხეთია. მათ დამოკიდებულებას მისდამი კი „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.
17 წლის სემმა თვალცრემლიანმა უამბო გამომწერებს, რომ არაჯანსაღი ატმოსფეროს გამო სახლში ვერც ჭამს, ვერც ძინავს ნორმალურად. კონკრეტულად რა მოხდა დედა-შვილს შორის, ამაზე სემი არ საუბრობს. გამომწერები ვარაუდობენ, რომ შვილზე ზეწოლა უკვე წლებია გრძელდება.
სემიამბობს, რომ წელიწადზე მეტია, დეპრესიას ებრძვის. გამომწერებს უყვება, რომ სძულდა საკუთარი თავი, სკოლა, არ სურდა არავისთან ურთიერთობა და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. ოჯახთან დაახლოებული პირები, ვისაც ვინაობის გამხელა არ სურს, მედიასთან ამბობენ, დენის სახლში მკაცრი წესები ჰქონდა შემოღებული. მათი დაღვევის გამო დედა-შვილს შორის მუდმივი კონფლიქტი იყო. ამ ყველაფერს სემმა ვეღარ გაუძლო და მამასთან გაიქცა.
სემის მეგობრები ყვებიან, რომ გოგონას ჩვეულებრივი თინეიჯერული ახირებები ჰქონდა. მოსწონდა თმის წითლად შეღებვა, რაც დედას არ მოსწონდა და ასე შემდეგ. ინსტაგრამზე სემი იმ ფოტოებსაც აქვეყნებდა, სადაც მისი მავნე ჩვევები ჩანდა, რაც სავარაუდოდ, ასევე კონფქლიქტის მიზეზი ხდებოდა. საბოლოოდ, წასვლა დენისის გადაწყვეტილება იყო. დედას შვილთან განშორება არ უნდოდა. ამბობენ, რომ დენისი ძალიან დამწუხრებულია.