რა პროფესია აარჩევინეს ძალით მშობლებმა ცნობილ მსახიობს - ამბები ქალების გულთამპყრობელის ცხოვრებიდან - მშობლები

რა პროფესია აარჩევინეს ძალით მშობლებმა ცნობილ მსახიობს - ამბები ქალების გულთამპყრობელის ცხოვრებიდან

2021-09-20 12:22:34+04:00

31 წლის სიმპათიური თურქი მსახიობი ოზან დოლუნაი ეკრანზე პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. თაყვანისმცემლების არმია გამოჩენისთანავე მიიზიდა. "სასტიკი სტამბოლის" გამოსვლის შემდეგ ოზანს საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

მსახიობი თურქეთის კურორტ ანტალიიდანაა. მომავალი მსახიობი ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული. კალათბურთზე დადიოდა. მოგვიანებით კი სწავლა ამერიკაში, კლივლენდის შტატში განაგრძო და ამერიკულმა ფეხბურთმა გაიტაცა. ახლა მსახიობი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია - სიმაღლით 190 სმ-ია და 70 კილოგრამს იწონის.

mshoblebi

კარგი განათლების მიღების შემდეგ ოზანი სამშობლოში დაბრუნდა და სწავლა სტამბოლის უნივერსიტეტში, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე გააგრძელა. მართალია, ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა და ინჟინრის დიპლომიც აიღო, ეს პროფესია მისი არჩევანი არ ყოფილა, მშობლებმა დააძალეს.

სტუდენტობისას ხშირად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. სცენაზე გარდასახვამ იმდენად მოხიბლა, რომ სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა. ლექციებს სცენის ოსტატები უტარებდნენ.

ოზანს უამრავი გატაცება აქვს, მაგრამ სპორტი მის ცხოვრებაში მაინც პირველ ადგილზეა. გატაცებულია სნოუბორდით, სთრითბოლით, წერს მუსიკას, უპირატესობას ელექტრონულ მუსიკას ანიჭებს. თავისუფალ დროს არის დიჯეი და ლექსებსაც კი წერს. მოსწონს მოგზაურობა და გადაღებებიდან რამდენიმე თავისუფალ დღეს უცხო ქვეყნების მოსანახულებლად მიემგზავრება.

mshoblebi

ოზანს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. გოგონებს მოსწონთ სიმპათიური, თავშეკავებული, ელეგანტური და ნამდვილი ჯენტლმენური მანერების მქონე მსახიობი.

პირადი ცხოვრება

მსახიობი ჯერჯერობით დაქორწინებული არაა და არც შვილები ჰყავს. 2015 წლიდან 4 წლის განმავლობაში მსახიობ მელისა შენოლსუნს ხვდებოდა.

mshoblebi
მელისასთან ერთად

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო ძლიერი გრძნობა იყო. ერთმანეთის მიმართ ემოციების გამოხატვას არ ერიდებოდნენ. ოზანი ამბობდა, რომ მელისასთან ურთიერთგაგება და იდილიური ურთიერთობა ჰქონდა. ამის მიუხედავად, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ამბობენ, ოზანის ინიციატივით.

მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორი, რომ ოზანი და მისი ეკრანული მეწყვილე ბაჰარ შაჰინი ერთად არიან, თუმცა ეს ამბავი მსახიობმა კატეგორიულად უარყო.

mshoblebi

დღეს ოფიციალუარდ არავისთან ურთიერთობას არ ასაჯაროვებს, ინსტაგრამზეც ძირითადად, მარტოხელა ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა ყველამ იცის, რომ სიმპათიური და პოპულარული მსახიობი მარტო არ იქნება. ამიტომ თაყვანისმცემლები ელიან, როდის გამოჩნდება მის გვერდით ღირსეული საცოლე.